ლია გოგლიძე დაიბადა თბილისში, საქართველოში და გაიზარდა მოსკოვსა და ვენაში. ლიამ ბაკალავრიატი, მოდისა და დიზაინის მიმართულებით, პოლიმოდას საერთაშორისო სკოლაში, ფლორენციაში, დაამთავრა. შემდგომ სწავლა IED-ში, მილანში, გააგრძელა. განათლების მიღება კი ვენის უნივერსიტეტში, ვენაში, დაასრულა – ისწავლა ვიზუალური ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, ასევე, პარალელურად, იმუშავა ადგილობრივ თანამედროვე სამხატვრო გალერეებში. ბრენდი “LIYΛ” ეპონიმურია, ის მისი დამფუძნებლის, ლია გოგლიძის, სახელს ატარებს. LIYΛ აწარმოებს ტანსაცმელებს ქალებისთვის და არის ready-to-wear ხაზი. კომპანია 2017 წელს დაფუძნდა და მისი დებიუტი მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე შედგა. ბრენდი აერთიანებს ყველაფერს, რასაც თავად ლია გოგლიძე უჭერს მხარს: მის ეთიკას, ფესვებს, მემკვიდრეობასა და განათლებას. ლია ხელოვანების, კინოსა და თეატრის მსახიობების, ოჯახში დაიბადა. ის ხშირად მოგზაურობდა საქართველოს გარშემო, რუსეთში და ავსტრიაში. ხელოვნება მასში დასაწყისიდანვე იყო გამჯდარი და ბოლომდე გულმოდგინეთ მიჰყვა თავის მოწოდებას.
LIYA
თანამედროვე ტანსაცმელი ქალებისთვის, სამკაულები, აქსესუარები