ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიების მხარდაჭერა-პოპულარიზაცია.
ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია შეიქმნა ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ – მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება).
ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის ხედვა:
– კოოპერატიული და ინოვაციური სივრცის შექმნა, სადაც მოდა, ტექნოლოგია, მდგრადობა და ცოდნა გაერთიანდება.
– როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე საკუთარი იმიჯის გაძლიერება.
GAFA-ს მისიაა ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიების წარდგენა, რეკლამა და მხარდაჭერა, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ტანსაცმელების მწარმოებლებისთვის, დამოუკიდებელი ბრენდებისა და დიზაინერებისთვის ისეთი უნარებითა და ხელსაწყოებით აღჭურვა, რომლებიც კონკურენტუნარიანებად აქცევს მათ მდგრადი წარმოების, პროდუქტის ხარისხის, მოდის დიზაინის, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნისა და საერთაშორისო ბრენდინგის მიმართულებით.
თუ გსურთ გახდეთ ასოციაციის წევრი, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა
შეიტყვეთ მეტი ჩვენი წევრების შესახებ