ანა ვეფხვაძე
დოთსის მარკეტინგის მენეჯერი
გიორგი ჩემინავა
დალოოდის გენერალური მენეჯერი
მადო რომანაძე
მარომა ქოლექშენის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი რუსაძე
სიტუაციონისტის კრეატიული დირექტორი
თამუნა ინგოროყვა
მოდის სახლი თამუნა ინგოროყვას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ბაზრები
GAFA ეხმარება თავის წევრებს ახალი ბაზრების მოძიებასა და გაყიდვების გაზრდაში.
მდგრადობა
GAFA არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტანსაცმლის კლასტერი, რომელიც საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს გარემოს, თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვას.
გაციფრულება
GAFA პოპულარიზაციას უწევს ნოუ-ჰაუს, დღეისათვის საუკეთესო ციფრული ხელსაწყოების ხელმისაწვდომობას.
BPO და სამუშაო ძალა
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და პროფესიონალი სამუშაო ძალის რაოდენობრივი ზრდა წარმოადგენს თითოეული კომპანიის წარმატებისა და მდგრადობის განვითარების საფუძველს.

ევროპის კავშირი და EU4Business-ის ინიციატივა

ევროკავშირის წევრმა-სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ საკუთარი ცოდნა, რესურსები და მომავალი. მათ ერთად ააშენეს სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების ზონა და, ამავდროულად, შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტულობა და ინდივიდუალური თავისუფლებები. ევროკავშირი იღებს ვალდებულებას თავის საზღვრებს მიღმა სხვა სახელმწიფოებსა და ადამიანებს გაუზიაროს საკუთარი მიღწევები და ღირებულებები. EU4Business-ი (ევროკავშირი ბიზნესისთვის) ე.წ. „ქოლგა“ ინიციატივაა, რომელიც სრულად აერთიანებს ევროკავშირის მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებში – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. EU4Business-ი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, უკეთესი რეგულირების ხელშეწყობის, ბიზნესის მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესებისა და სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენების საშუალებით. EU4Business-ის მეშვეობით ხდება სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება, მეტად იზრდება მცირე და საშუალო ბიზნესი და მისი წილი ექსპორტში. 2019 წელს EU4Businessმა მხარი დაუჭირა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას 116 პროექტის საშუალებით, რომელთა მთლიანმა ბიუჯეტმა 787,33 მილიონი ევრო შეადგინა.

ვრცლად: eu4business.eu

GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება)

GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) არის გლობალური მომსახურების მიმწოდებელი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო მიმართულებებით, რომელიც დაახლოებით 23 000 თანამშრომელს აერთიანებს. GIZ-ს 50 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა ეკონომიკური განვითარება და დასაქმება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, მშვიდობა და უსაფრთხოება. როგორც საზოგადოებრივი სარგებლის ფედერალური კომპანია, GIZ-ი მხარს უჭერს გერმანიის მთავრობას, კერძოდ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროს (BMZ) და მსოფლიოს 120 ქვეყანაში მრავალ საჯარო თუ კერძო დამკვეთს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მიზნების მიღწევაში ეხმარება. ამისათვის, GIZ-ი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის, რაც ხალხს უკეთეს პერსპექტივას შესთავაზებს და მათი ცხოვრების პირობების მდგრად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად: eu4business.eu

აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ არის მთავრობის ეკონომიკური განვითარების სააგენტო, რომელიც მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი საბოლოო მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევას სამი ძირითადი საყრდენიდან. კერძოდ: აწარმოე საქართველოში – ბიზნესი; აწარმოე საქართველოში – ინვესტიცია და აწარმოე საქართველოში ექსპორტი. სააგენტო აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობაზე / მხარდაჭერაზე. „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. „აწარმოე საქართველოში – ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება. „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

ვრცლად: enterprisegeorgia.gov.ge

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.