ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ჩემინავასა და სასომხეთის მოდისა და დიზაინის პალატას შორის, თავმჯდომარის ბ-ნ ვაჰან ხაჩატურიანის წარმომადგენლობით.
მემორანდუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს მხარეებს შორის თანამშრომლობის პრინციპები და საფუძველი, რათა გაუმჯობესდეს სავაჭრო, ციფრული და საინვესტიციო გარემო სასომხეთსა და ქართულ კომპანიებს შორის ტექსტილისა და სამკერვალო ინდუსტრიაში.