საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალის ტანსაცმლის ბრენდ “ინგოროყვას” აქვს  თანამედროვე სილუეტები, ასევე ქალურობის მოხდენილი, დახვეწილი და ძლიერი ხედვა. 

ტანსაცმელი იქმნება იმ თავდაჯერებული და ძლიერი ქალბატონებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან თავისუფლებისთვის. ბრენდის შემოქმედება შთაგონებულია თანამედროვე კულტურითა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმალული ესთეტიკით. კოლექციები ნათლად ასახავს დიზაინერის მინიმალიზმით გატაცებას, ხაზებისა და გეომეტრიისადმი დადებით დამოკიდებულებას მარტივ და მონოქრომულ პალიტრაში. თითოეული სამოსი ჰყვება უნიკალურ ისტორიას და აძლევს მომხმარებელს მისი თავდაჯერებით ტარების საშუალებას. მდგრადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდისთვის, ამიტომ ჭარბი წარმოებისა და ნარჩენების თავიდან არიდების მიზნით ტანსაცმელი შეზღუდული რაოდენობით მზადდება.

ქართული ტანსაცმლის და მოდის ასოციაცია (GAFA) აერთიანებს ტანსაცმლის მწარმოებლებსა და დიზაინერებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს ერთ-ერთ ცნობილ მოდის ინდუსტრიაში.

GAFA არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ტანსაცმლის კლასტერი, რომელიც საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს გარემოს, თანამშრომლებისა და მომხმარებლების დაცვას. ეხმარება ქართული ბრენდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაში.

ბრენდი “INGOROKVA”  საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას 2020 წლიდან შეუერთდა. გაწევრიანებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბრენდის ინოვაციური ხედვის, მიზნებისა და ღირებულებების თანხვედრამ ასოციაციის მიზნებთან. ასოციაციის ხელშეწყობით კომპანიამ განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი: მდგრადობის და ექსპორტის მიმართულებით. კლასტერის მიერ ორგანიზებულმა ტრენინგებმა კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამშრომლების ცოდნის ამაღლებაში.

Საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის ხელშეწყობით ბრენდი არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა. ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ასპარეზმა გაზარდა ბრენდის ცნობადობა. კლასტერში გაწევრიანებით, კომპანიამ გაამყარა ღირებულებები, გახდა მეტად მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, დაისახა არაერთი სტრატეგიული მიზანი და შეინარჩუნა დადებითი და მზარდი გაყიდვების დინამიკა. 

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.