„კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტი მხარს უჭერს ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) წევრს – „სიტუაციონისტ“- ს, პარიზის მოდის კვირეულზე (PFW) კოლექციების წარდგენაში. პროექტმა ხელი შეუწყო ბრენდს ციფრული ვიზუალური მასალების მომზადებაში Situationist–ის პრეზენტაციებისთვის PFW -ს ფარგლებში, როგორც შარშან, ისე მიმდინარე წლის 2 მარტს. Situationist-ი არის პირველი ქართული მოდის ბრენდი, რომელსაც PFW–ს ოფიციალურ ნაწილში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა. 2021-22 შემოდგომა/ზამთრის კოლექციამ, რომლითაც ბრენდი PFW-ის ციფრულ პლატფორმაზე წარსდგა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო მოდის წამყვან მედია გამოცემებში.
C4D–მ მოამზადა Situationist– ის კოლექციის ფოტო–ვიდეო გადაღების ამსახველი მოკლე ვიდეორგოლი იმერეთში. ეს ლოკაცია პროექტმა ბრენდს რეგიონის წარმოჩენის მიზნით შესთავაზა. პროექტი იმერეთში ტურიზმის მიმართულებით კლასტერების განვითარებას უწყობს ხელს.
Situationist–ის გაყიდვები 2020 წელს 34%–ით გაიზარდა, კერძოდ 2021 წლის გაზაფხული / ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც წარდგენილი იყო წინა წლის PFW– ზე, რომლის შემდეგ ბრენდმა გაყიდვების მიმართულებით სამ ახალ პარტნიორთანაც დაამყარა კონტაქტი.