ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა GAFA-ს წევრმა ბრენდებმა 22-24 ივნისს მონაწილეობა მიიღეს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ საერთაშორისო პრესტიჟულ გამოფენაში – Pitti Immagine Bimbo 2022 :

გამოფენას ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს და მასში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ბრენდებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის იტალია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ისრაელი და ა.შ, გამოფენის მსვლელობისას შედგა არაერთი წარმატებული კოლაბორაცია, ხოლო საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ კი საერთაშორისო მედიაში დაიწერა.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.