9-11 აგვისტოს, ქალაქ სტამბულში გაიმართა მოდის საერთაშორისო გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ GAFA-ს კლასტერის წევრები: კაბა • KABA, Soteri, Overdose • ოვერდოზი, Patsatsia Nini, Comode, Cosmo • კოსმო.
წევრი კომპანიები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებსა და ქსოვილების ტენდენციებს, როგორც ფერების, ასევე წარმოების კუთხით.