Maroma Collection არის ქართული მოდის ბრენდი. კონცეფცია ეფუძნება ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ოთხ პრინციპს: განსხვავებული ფერები, მრავალფეროვნება, თვითგამოხატვა და ნატურალიზმი. Maroma Collection მუშაობს ნათელ და ფერად კოლექციებზე, იზიარებს თაობის იდეალებს და სიამოვნებით სთავაზობს მათ თვითგამოხატვის ლამაზ გზებს.
Maroma Collection 2021 წელს გახდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის წევრი და პირველი კომპანია იყო ვინც გამოთქვა სურვილი მსგავს ასოციაციაში გაწევრიანების, რათა გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და უნარები სფეროს წარმომადგენლებისთვის.
GAFA არის პირველი ასოციაცია, რომელმაც გააერთიანა მოდის სფეროს წარმომადგენელები საქართველოში და დაეხმარა მათ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაში. Maroma Collection-ის სტრატეგიული პარტნიორების უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებიდანაა, შესაბამისად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ასოციაციაში გაწევრიანება.
GAFA-ს დახმარებით, კომპანიამ მოიპოვა საერთაშორისო პოტენციური პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტები. მოდის სფეროს მეგა წარმომადგენლების გაცნობამ უზრუნველყო Maroma Collection-ის ცნობადობის ზრდა და მეგობრული კავშირების დამყარება პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს მოდის კვირეულის ორგანიზატორებთან და უმსხვლეს შოურუმებთან.
Maroma Collection-ს ჰქონდა დაგეგმილი 4 ძირითადი მარკეტის ნახვა: საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და აშშ. აქედან პირველი სამი უკვე შესრულებულია აწარმოე საქართველოს, GAFA-სა და GIZ-ის თანამონაწილებით. კომპანიამ შექმნა 4 სეზონის კოლექცია და წარადგინა სამი ქვეყნის საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულ შოურუმებში. Ბრენდი უკვე აქტიურად თანამშრომლობს პარიზში მულტიბრენდულ რამდენიმე მაღაზიასთან, ლონდონში კი მიმდინაროებს მოლაპარაკებები Maroma Collection-ის კოლექციების მუდმივად გაყიდვად პროექტებზე.
რაც შეეხება იაპონიას, Maroma Collection-მა უკვე მეორედ წარადგინა ტოკიოში კოლექცია, რომელიც ქართული კულტურული ელემენტებითაა შექმნილი. დღეს ბრენდს აქვს შემოთავაზება 2 უმსხვილესი კომპანიისგან რომ მათი კოლექცია წარადგინონ ოფიციალურ გამოფენაზე, სადაც გააცნობენ კოლექციას ცნობად სახეებს, ინფლუენსერებს, მთავრობის წარმომადგენლებს და VIP მომხმარებლებს. ასეთ ღონისძიებაზე ქართული ბრენდის წარდგენა იაპონიაში პირველი პრეცედენტია. უნდა აღინიშნოს, რომ ტოკიოში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა ბრენდს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს.
GAFA-მ გააჩინა შესაძლებლობა ასოციაციის წევრებს ეთანამშრომლათ საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც არიან პარტნიორი ასოციაციისა თუ კომპანიის ყველა შეხვედრის ორგანიზატორები.
Maroma Collection ელოდება ბევრ სიახლეს ტოკიოს შოურუმიდან და იმედია ძალიან მალე უკვე ტოკიოის მსხვილ და მეგა შოპინგ ცენტრებში შევძლებთ Maroma Collection-ის კოლექციების რეალიზაციას და ქართული კულტურის გაცნობას იაპონელი მომხმარებლისთვის.