GAFA-ს წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვია.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა იაპონიის ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების უკეთესად გაცნობა და მომხმარებლის ქცევის დადგენა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებთან და შოურუმის წარმომადგენლებთან. აქ მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებს და კლასტერის წევრებს, მოემზადონ იაპონიის ბაზარზე შესასვლელად.

გარდა დაგეგმილი შეხვედრებისა, დელეგაცია შეხვდა იაპონიაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ ლეჟავას, რომელმაც გამოხატა მხარდაჭერა ქართველი დიზაინერების მიმართ, რომელთაც სურთ იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება. ელჩთან ერთად, დელეგაციამ ერთობლივად მოინახულა GAFA-ს წევრი კომპანიის Maroma Collection-ის შოურუმი ტოკიოში.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.