GAFA ECCP-ის, ბრონზეს მედლის მქონე, წევრი გახდა, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ასოციაციის წინსვლისა და განვითარებისთვის!

ECCP – ევროპული კლასტერული თანამშრომლობის პლატფორმა ძლიერი საზოგადოებაა, რომელიც 2015 წლიდან ეხმარება კლასტერულ ორგანიზაციებს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ განვითარებაში. GAFA-სა და მისი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ECCP-ის სრული მომსახურება:

1️⃣ 1200-ზე მეტი კლასტერული ორგანიზაციის დინამიკური განაწილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით;

2️⃣ ყველაზე დიდი საინფორმაციო ჰაბი, კლასტერებისთვის, რომელიც მის წევრებს სთავაზობს უახლეს ინფორმაციასა და ფართო საზოგადოებასთან დაკავშირების საშუალებას;

3️⃣ კლასტერებისა და მისი წევრების განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა ღონისძიებები: ვებინარები, შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული სემინარები და კონფერენციები;

4️⃣ Matchmaking ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს კლასტერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას;

5️⃣ ვრცელი მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოცემულია რეგიონული, ეროვნული, საერთაშორისო და სექტორული კლასტერული ქსელების, ინსტრუმენტების ნაკრები და პუბლიკაციები;

6️⃣ წევრებისთვის გამოყოფილი პარტნიორობის ფორუმი;

7️⃣ ფორუმი კლასტერებს შორის ურთიერთსწავლების, საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებისა და დაფინანსების შესაძლებლობებისთვის;

8️⃣ პარტნიორების საძიებო საშუალება, სადაც კლასტერულ ორგანიზაციებს შეუძლიათ პოტენციური პარტნიორების პოვნა;

9️⃣ საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდამჭერი გვერდები, მათ შორის სტრატეგიული ინტერესის მიხედვით შერჩეული ქვეყნების პროფილები და ტექნიკური დახმარების საშუალება;

🔟 უახლესი ინფორმაცია ევროკომისიის ძირითადი პოლიტიკის სფეროების შესახებ: მწვანე და ციფრული პოლიტიკა, სოციალური ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადობა და სამრეწველო ეკოსისტემები. 🔷 ECCP საზოგადოების წევრობა GAFA-ს მისცემს წვდომას უმდიდრეს რესურსზე, რაც მოიცავს ცოდნას, ინფორმაციასა და გლობალურ შესაძლებლობებს!

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.