Wooxy არის ქარული ბრენდი, რომელიც თანამედროვე ბავშვებისთვის ქმნის ცხოვრების სტილის მიმართულებას. ის დაარსდა რთული პანდემიის პერიოდში, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თითოეულ წამს, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ბავშვური თავისუფლება, ენერგია და მხიარულება და აღმოვაჩინოთ ახალი გზები სიმარტივის მშვენიერების გადმოსაცემად. ამ ყველაფრის შექმნას და შენარჩუნებას სწორედ იმ დეტალების გათვალისწინებით ვახერხებთ, რომლებსაც ჩვენი პატარა მომხმარებლები გვიზიარებენ ყოველდღიურად. ჩვენი მიზანია შევქმნათ კოლექცია, რომელიც გააბედნიერებს ჩვენს თითოეულ მომხმარებელს, გამოაჩენს მათ ინდივიზუალიზმს, ენერგიას და ხასიათს. სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი ბრენდის გაფართოებას, რათა უფრო მეტი ბავშვის გაბედნიერება შევძლოთ. 2021 წელს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით Wooxy წარმოდგენილი იყო ფლორენციაში pitti bimbo 100% Bambino და ასევე პარიზში playtime -ის გამოფენებზე, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩვენთვის.
Wooxy