"TATUNA" ("ტატუნა"), ეს არის ქართული ბრენდი, რომელიც ტატუნა ნიკოლაიშვილმა დაარსა 2008 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლამდე, სადაც მან ბაკალავრიატი გაიარა ტყავისა და აქსესუარების მიმართულებით, ტატუნა მუშაობდა დიზაინერებთან ერთად, რომლებიც, ასევე, თბილისში იყვნენ დაფუძნებულები.
2013 წლიდან მან დაიწყო მონაწილეობა საერთაშორისო შოურუმებში, რათა ბრენდის ცნობადობა მაქსიმალურად გაზრდილიყო მსოფლიოს მასშტაბით. მას შემდგომ, TATUNA-ს პროდუქტები აქტიურად გავიდა ექსპორტზე, გაიზარდა გაყიდვები და ასევე, ბრენდი წარმოდგენილ იქნა მრავალი მაღალი კლასის მაღაზიაში. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში TATUNA-სადმი ინტერესი და ყურადღება ყოველთვის მაღალია. ქალური და გეომეტრიული სილუეტები, მდიდრული ქსოვილები, მინიმალისტური ხაზები, უჩვეულო ფორმები და არაორდინალური ჭრილები, სწორედ ეს გახლავთ TATUNA.
თათუნა
ქართული ქალის ტანსაცმლის ლეიბლი