სპილოუ იქმნება და იწარმოება თბილისში, საქართველოში. ბრენდი იყენებს ნატურალურ და ფერად ქსოვილებს 1-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის და გოგონებისთვის ტანსაცმლის შესაკერად. ტანსაცმლის განსხვავებული და ამავდროულად მარტივი სილუეტები აძლევს ბავშვებს საშუალებას, რომ იყვნენ მოუსვენრები. სპილოუს თითოეულ პროდუქტს აქვს საკუთარი კონცეფცია და ისტორია. ტანისამოსი ბავშვებს სტიმულს აძლევს, რომ იყვნენ კრეატიულები, გააუმჯობესონ წარმოსახვის უნარი და სიმარჯვე. მდგრადობა და სამართლიანი სამუშაო გარემო არის ჩვენი ბრენდის მთავარი ასპექტები. მოდის ინდუსტრია მსოფლიოში სიდიდით მეორე დამაბინძურებელია და პასუხისმგებელია მილიონობით ადამიანისთვის არასამართლიანი სამუშაო პირობების შექმნაზე. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ შევცვალოთ. სპილოუ დაიბადა და იზრდება იმ იდეის მიხედვით, რომ, წარმოებისას სოციალური და გარემოს მახასიათებლების შელახვის გარეშე შექმნას ტანსაცმელი, რომელთა ჩაცმაც ბავშვებს ეყვარებათ.
სპილოუ
მდგრადი და სახალისო ტანსაცმელი ბავშვებისთვის