SOTERI დაარსდა 2022 წელს საქართველოში, თბილისში, ორი მეგობრის მიერ, რომელთაც საერთო გატაცება ხელოვნების, კულტურისა და მოდის მიმართ აქვთ.
ბრენდის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ბერძნული ღვთაება - სოტერიდან, რომელიც განასახიერებდა მხსნელს, შემნარჩუნებელს. ამ მიზნით, კომპანია მაღალი ხარისხის ქსოვილებისა და დიდი ოსტატობის გამოყენებით, ქმნის მამაკაცისა და ქალის მოდურ სამოსს და აწვდის მას მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
SOTERI-ს განსაკუთრებული პროდუქცია - "TRUTH IN TAILORING" - შექმნილია ნიჭიერი გუნდის დიდი გამოცდილებიდან, კლასიკური სამოსის მოდელირებისა და Couture Fashion-დან.
Ბრენდი გამოცდილებას უთავსებს უახლესი მოდის ტექნოლოგიებსა და პრაქტიკებს, რათა შექმნას prêt-à-porter, bespoke და made-to-measure პროდუქტები, რომლებიც აპრობირებულია კლასიკური სამოსის ხანგრძლივი და კომფორტული გამოყენებისთვის.
გარდა ამისა, SOTERI, როგორც B2B ლიდერი, სწრაფად იმკვიდრებს თავის სახელს საქართველოში.
მოდის დამწყებ, ისე დამკვიდრებულ ბრენდებსა და საწარმოებს, სთავაზობს თარგების შექმნას, ტანსაცმლის ნიმუშებისა და სპეციფიკაციების დოკუმენტების შემუშავების სერვისებს.
SOTERI, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი და გლობალურად მოაზროვნე კომპანია, იღებს აქტიურ მონაწილეობას ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებაში. მუშაობს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა დანერგოს ტექსტილის გადამუშავება და სხვა ეკოლოგიურად მდგრადი პრაქტიკა, ბრენდის ვალდებულების ნაწილად საქართველოში.
SOTERI