Sheidish დაარსდა ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილის მიერ 2022 წელს. შეიდიში ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს შიდა სამოსს. ბრენდის, როგორც სახელი, ამავდროულად კოლექციებში გამოყენებული სტილი, სწორედ ამ ქართულ იერს ატარებს და თავის კოლექციებში იყენებს ქართულ ორნამენტებს და ინარჩუნებს ქართულ დამახასიათებელ სულს.
შეიდიშის, როგორც ბრენდის მისიას წარმოადგენს ტრენდული და ამავდროულად, მინიმალუსტური თეთრეულის შექმნა, რომელიც მოერგება ყველა ტიპის ქალს და მუდმივად იქნება ინოვაციური.
ბრენდის მთავარი მიზანია, მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებასთან და ზრდასთან ერთად დარჩეს ეკო-მეგობრული ბრენდი.
თითოეული კოლექციის ნაჭრების 90% დამზადებულია გამოუყენებელი ქსოვილებისგან, რომლებიც შეგროვებულია OETX-ის სერტიფიცირებული ფრანგული Maisons-ისგან. თეთრეულის ყოველი დეტალი კი იკერება და მუშავდება მხოლოდ ხელით.
Შეიდიშის თეთრეული მომხმარებლამდე მისასვლელად საკმაოდ რთულ და გრძელ გზას გადის, თუმცა ბრენდი მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი და დარჩეს ძირითადი ღირებულებების ერთგულად, შესაბამისად იყენებს ეკო-მეგობრულ შეფუთვებსა და დეტალებს და ბუნების ტონებთან მიახლოებულ სურნელს, რომლითაც კიდევ ერთხელ ცდილობს დასამახსოვრებელი იყოს მომხმარებლისთვის.
დღესდღეობით, Sheidish თანამშრომლობს ისეთი მაღალი მოდის ინდუსტრიებთან, როგორიც არის Nona Source.
Sheidish