“რკო” დაარსდა 2016 წელს თბილისში, საქართველოში. ბოლო 5 წლის განმავლობაში მან დაიმსახურა დიდი სიყვარული და ერთგულება ქართველი მომხმარებლების მხრიდან. 2019 წლიდან “რკოს” პროდუქცია იყიდება საქართველოს საზღვრებს მიღმაც. ბრენდი ევროპისა და აზიის 8 სხვადასხვა ქვეყნიდან იღებს შეკვეთებს. “რკომ”, ასევე, მოახერხა თანამშრომლობა ისეთ წარმატებულ ბრენდებთან, როგორიცაა “Le Petit Souk” საფრანგეთიდან და “Caramel London” დიდი ბრიტანეთიდან. კომპანია ამაყობს, რომ თავისი წვლილი შეაქვს ქალთა გაძლიერებაში – “რკოში” ყველა თანამშრომელი ქალია, რომელთა რიცხვი 3-დან 60-მდე გაიზარდა.
რკო
საქართველოში დამზადებული ბავშვის ხელნაკეთი ტანსაცმელი და აქსესუარები.