ქართული ტანსაცმლის ბრენდი Paraiso დაარსდა ორი ბიძაშვილის, თეონას და თამთას მიერ საქართველოში, თბილისში და ბაზარზე აქტიურად იწარმოება 2016 წლიდან.
Ბრენდის ისტორია იწყება მოდისა და დიზაინისადმი საერთო სიყვარულით, შეექმნათ რაღაც უნიკალური და განსაკუთრებული – რაც მათ გამოარჩევდა სხვა მეწარმეებისგან.
Paraiso-ს მთავარი კონცეფციაა, ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს საქართველოში წარმოებული ტანისამოსი ხელმსაწვდომ ფასად.
დღესდღეისობით Paraiso წარმოდგენილია მრავაფეროვანი და გამორჩეული დიზაინის კოლექციებით, სადაც შევხვდებით, როგორც ყოველდღიურ, ასევე კლასიკურ მოდელებს, ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის.
გარდა მზა ტანსაცმლის რელიზაციისა, საწარმო Paraiso-ს აქვს ინდივიდუალური და კორპორატიული მომსახურება.
თბილისის მასშტაბით ბრენდი წარმოდგენილია ორი შოურუმით: მიცკევიჩის #6-სა და თბილისი მოლში.
დღეს Paraiso ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის წარმოება. Ბრენდის მიზანია შექმნას მდგრადი ბიზნეს მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ეთიკაზე, ვნებასა და კრეატიულობაზე.
Paraiso - კომფორტულად ელეგანტური ტანსაცმელი, შექმნილი სიყვარულით!
Paraiso