კომპანია Overdose დაარსდა 2019 წლის 17 დეკემბერს. ბრენდის მთავრი მიზანი იყო შეექმნა კომფორტული, მინიმალისტური და ტრენდული სამოსი, რომელიც შეიკერებოდა ნატურალური ქსოვილისაგან, ფერთა პალიტრის დელიკატური შერჩევითა და დახვეწილი თარგებით.
ბრენდმა მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული კარგი სერვისისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით. ასე გახდა ოვერდოზი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართული ბრენდი კოვიდ პანდემიის პირობების გათვალისწინებით.
დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაარსებიდან 3 თვეში ბრენდმა რეორგანიზაცია განახორციელა და დაამატა მომუშავე პერსონალი.
Overdose დღემდე ძალიან აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და განსაკუთრებით ინსტაგრამ პლატფორმას მომხარებელთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. Ბრენდისთვის მნიშვნელოვანია აწარმოოს ხარისხიანი სამოსი და მიაწოდოს მომხარებელს ეს ყველაფერი ასევე ხარისხიანად.
ამ ეტაპისთვის Overdose-ს აქვს 3 სარეალიზაციო პუნქტი და დახვეწილი ონლაინ სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.
OVERDOSE