შპს „ლიდერი“ 2016 წელს დაარსდა ქ. გორში. 2019 წელს დაიწყო ახალი საწარმოო ხაზი – „Leader Kids“ – 1-12 წლის ბავშვის უნიკალური, ექსკლუზიური და გამორჩეული მოდელების ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოება. „Leader Kids“ დახვეწილი დიზაინით და სასიამოვნო ფერთა სინთეზით გამოირჩევა, ნაწარმი დამზადებულია ბუნებრივი მასალისაგან, სამოსსა და ფეხსაცმელზე დატანილი დაქარგული გამოსახულებები ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას. ჩვენს მიერ შექმნილი გარკვეული მოდელები შემეცნებით ხასიათს ატარებს. ჩვენი სამოსის ტარებისას 1-4 წლამდე ბავშვი სწავლობს ფერებს, ცხოველებს, ანბანს, რიცხვებს და სხვა მნიშნელოვან ასაკობრივ თემებს. შემეცნებითი სამოსის თემატიკა იცვლება ასაკთან ერთად და 10-12 წლის ბავშვების სამოსს სოციალური დატვირთვაც აქვს. სამოსზე დატანილ შემეცნებით შინაარსზე ბავშვთა ფსიქოლოგები მუშაობენ. ფსიქოლოგების რჩევით როდესაც ბავშვი იწყებს სამყაროსთან ადაპტირებას, სწორედ ამ მომენტიდან უნდა დავიწყოთ მისი ლიდერად აღზრდა. „Leader kids“ კომფორტული, მორგებული, დახვეწილი დიზაინი და ფერთა საოცარი შეხამება ბავშვს თავდაჯერებულს ხდის, რაც ბავშვის ლიდერული უნარ-ჩევვების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, საქართველოში დამზადებული „Leader kids“ ქმნის ტანსაცმელს, მომავალი ლიდერებისათვის!
შპს ლიდერი
ტანსაცმელი 2-12 წლის ბავშვებისთვის