საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალის ტანსაცმლის ბრენდი გახლავთ “ინგოროყვა”, რომელიც შექმნილია თამუნა ინგოროყვას მიერ. “ინგოროყვას” აქვს მკაცრი, თანამედროვე სილუეტები, ასევე ქალურობის სრულყოფილად შემუშავებული ხედვა – მოხდენილი, დახვეწილი და ძლიერი. ტანსაცმელი იქმნება იმ თავდაჯერებული და ძლიერი ქალბატონებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იღწვიან თავისუფლებისთვის. ქალური ძალა იგრძნობა სამოსის თითოეულ დეტალში; დიზაინში, მასალაში და ასევე, ტანსაცმლის წარმოებაშიც კი. “ინგოროყვას” შემოქმედება შთაგონებულია თანამედროვე კულტურითა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმალული ესთეტიკით. კოლექციები ნათლად ასახავს დიზაინერის მინიმალიზმით გატაცებას, ხაზებისა და გეომეტრიისადმი დადებით დამოკიდებულებას მარტივ და მონოქრომულ პალიტრაში. ინგოროყვას სამოსის ყოველი ნაწილი ხელით არის შექმნილი, თითოეული დეტალი ზედმიწევნით გააზრებული და სრულყოფილად შეკერილია. დიზაინერს მიაჩნია, რომ თითოეული სამოსი ჰყვება უნიკალურ ისტორიას და აძლევს მომხმარებელს მისი თავდაჯერებით ტარების საშუალებას. მდგრადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდისთვის – ჭარბი წარმოებისა და ნარჩენების თავიდან არიდების მიზნით ტანსაცმელი შეზღუდული რაოდენობით მზადდება.
ინგოროყვა
ქალის მაღალი კლასის ტანსაცმლის ბრენდი