“მფრინავი მღებავი” 2016 წელს დაარსდა თბილისში როგორც სამი ქართველი მხატვრის – ეკა ქეცბაიას, ნატუკა ვაწაძისა და ბობო მხითარის – ერთობლივი პროექტი. ჩვენ საერთო ხედვა გადაგვაქვს მოდაში და იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც სურთ იყვნენ უფრო გაბედულები, ვქმნით ტანსაცმელს, რომელიც თან ხელოვნება არის და თან სატარებლად კომფორტული. ბრენდის სახელი, “მფრინავი მღებავი”, ქართველი მოდერნისტი მხატვრის, პეტრე ოცხელის, ნამუშევრის სახელწოდებაა, რომელიც 1936 წელს ლეო ესაკიას ფილმისთვის (“ფრთოსანი მღებავი”) შეიქმნა. თითოეული დიზაინი, რომელიც შექმნილა და იქმნება “მფრინავი მღებავის” ატელიეში, გამოდის მოდის ტენდენციების ჩარჩოდან. დიზაინერების ყურადღება გამახვილებულია დეტალებზე, ტექსტურაზე, სილუეტზე, მაღალ ხარისხსა და მდგრადობაზე. თითოეული ნამუშევარი ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალიზმს ისე, რომ არ ხდება მკვეთრი ქალური და კაცური ელემენტების ჩვენება. ბრენდში მოდა ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული. თითოეული ჩვენი კოლექცია მომხმარებელს აძლევს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას ისე, რომ ის არ ექცევა ტანსაცმლის ჩრდილში.
მფრინავი მღებავი
მდგრადი მოდა საქართველოდან მსოფლიოში