ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდი ,,ეშვი კიდსი“ აწარმოებს სამოსს, რომელიც დაფუძნებულია ხუთ მთავარ კომპონენტზე: სადა ფერები, ბუნებრივი ქსოვილები, კომფორტული დიზაინი , უნისექსი და ტრენდული ხაზები. ჩვენ მოვახერხეთ მოდის შერწყმა ეკოლოგიურ მასალებთან, რაც ჩვენთვის, როგორც ეკო ბრენდისთვის, მთავარი ნიშაა. ნაჭრები ორგანულია, აქსესუარები – ეკო მეგობრული და მაღალი ხარისხის. ხარისხი და ესთეტიკა ორივე სრულ ჰარმონიაშია იმასთან, რასაც მშობელი აირჩევს თავისი შვილისთვის. ეშვის საბავშვო ტანსაცმლის თითოეული მოდელი დამზადებულია საქართველოში, მცირე ზომის სამკერვალო ატელიეში, ორი ქართველი ქალბატონის მიერ. ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ პროდუქტი, რომლის ტარება შეიძლება ამაყად, ღირებული იდეების განცდით. ეშვი კიდსი არ არის მასიური წარმოების ბრენდი, ჩვენ ვქმნით ლიმიტირებულ სეზონურ კოლექციებს და ჩვენი პატარა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა, კოლექციით ვზრუნავთ გარემოზე. გვსურს, ჩვენმა მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ თითოეული ნივთი არის მაღალი ხარისხის ქსოვილის და დამზადებულია კარგად ანაზღაურებადი მკერავის მიერ. ,,ეშვი კიდსის“ ტანსაცმლის გამოყენება მრავალჯერ, 3-5 გარეცხვის შემდგომაც, არის შესაძლებელი. ჩვენი პატარა, მაგრამ ეკოლოგიურად სუფთა კოლექციით, ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე. ჩვენ გვჯერა, რომ სიტყვა და მოდა გარდამტეხ მომენტშია მდგრადი, ეკოლოგიური და ადგილობრივი (რ)ევოლუციისკენ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ მოძრაობის ნაწილი. ვიმედოვნებთ, თქვენს პატარებს ისევე მოეწონებათ ჩვენი სამოსი, როგორც ჩვენ მოგვწონს მათი დამზადება.
ეშვი კიდსი
ბავშვთა ტანსაცმლის ბრენდი