შპს “ელსელემა”, როგორც საოჯახო კომპანია, 1992 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებელი ბატონი ელგუჯა მამასახლისი გახლავთ. ქარხანა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთში. ”ელსელემა” სამხედროებისთვის და პოლიციელებისთვის უნიფორმებს აწარმოებს, ასევე ქმნის სამუშაო უნიფორმებს, დამცავ უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ამავდროულად ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქტებს როგორც კაცებისთვის და ქალებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. შპს “ელსელემას” პროდუქტებია: უნიფორმა / სამუშაო ტანსაცმელი წყალგაუმტარი ტანსაცმელი ხალათები და მოსასხამი ზამთრის ტანსაცმელი ნაქსოვი ტანსაცმელი მამაკაცისთვის, ქალისა და ბავშვისთვის კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება ბუნებრივი აბრეშუმით შექმნილი პროდუქტების წარმოებაში. გასაყიდი ბაზარი: საქართველო, შვეიცარია, იტალია, თურქეთი ქსოვილებისა და აქსესუარების მიწოდება: გერმანია, ინგლისი, ჩინეთი, თურქეთი ბოლო 4 წლის განმავლობაში “ელსელემა” წარმატებით ასპარეზობს საერთაშორისო ბაზარზე, აწარმოებს ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდისთვის “Damat/Tween” და ამჟამად, ასევე, მუშაობს იტალიურ ბრენდთან “MONKLER”. აღჭურვილობა: სამკერვალო ქარხანა ძირითადად აღჭურვილია გერმანული ბრენდის, PFAFF-ის, ნაწარმით; ასევე, იაპონური ბრენდის “JUKI”, “SIRUBA”, “GOLDEN WEEL” სამკერვალო ტექნიკით. დამონტაჟებულია ერთი 4-თავიანი (ნიმუშებისთვის), ერთი 12-თავიანი და ერთი 15-თავიანი საქარგი მანქანები. ბეჭდვის განყოფილებაში დამონტაჟებულია 6 ფერადი საბეჭდი მანქანა. პროდუქტები საგულდაგულოდ გადის ხარისხის კონტროლის შემოწმებას. პირველად კონტროლდება ჭრის სექციაში, შემდგომ წარმოების სექციაში და ბოლოს, მესამეჯერ, უკვე დასრულებისას მოწმდება. კომპანიას შეუძლია უზრუნველყოს შემდეგი დამატებითი მომსახურება: ქსოვა, სინჯის აღება, ბეჭდვა და ქარგვა.
შპს ელსელემა
ტანსაცმლის წარმოება, სამკერვალო ქარხანა, ქსოვილების ქარხანა, ნაქარგი პროდუქტები