მისო „კრისტალი“ წარმოადგენს დინამიურად მზარდ, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში.
კრისტალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას, მათ შორის: მიკრო, საშუალო და აგრო სესხებს დამწყები და მოქმედი ბიზნესისათვის; სარემონტო და სამომხმარებლო სესხებს; ვალუტის გაცვლის ოპერაციებს; გზავნილებს; კომუნალური გადახდის მომსახურებას და ა.შ.
კრისტალი, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს ქუთაისში (დასავლეთ საქართველო), ძირითადად ორიენტირებულია რეგიონებსა და მოშორებულ ადგილებში მოღვაწე მიკრო მეწარმეებისა და ფერმერების განვითარებაზე.