„ბოლდი“ 2012 წლიდან აწარმოებს ბრენდირებულ უნიფორმებს და სპეც-ტანსაცმელს ქართული კომპანიებისთვის. ასევე, თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთან სამკერვალო დაკვეთის შესრულების მიმართულებით დაწყებული თარგის შექმნიდან, ზომებში გადაყვანით და წარმოებით დამთავრებული. კომპანიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება ქალის და მამაკაცის ქუდების წარმოებაში და არის საქართველოში უკონკურენტო ამ სფეროში (არის ოჯახური ბიზნესი). 2020 წელს კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი NEWTORSO, რომელიც აწარმოებს ქალის ტანსაცმელს. ამ ეტაპზე, არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია www.newtorso.com, საიდანაც გამოწერა ხდება, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. NEWTORSO თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთან და დიზაინერებთან, რომლებიც აწარმოებენ ტანსაცმლის შემავსებელ პროდუქციას და მათი ნივთებიც იყიდება NEWTORSO-ს ონლაინ მაღაზიაში.
ბოლდი
სამკერვალო საწარმო, კერვა, ბეჭდვა და ქარგვა