კლასტერი

გაიგე
მეტი
ტანსაცმელი და მოდა │ საქართველო

საქართველო მოდის ფუძემდებელი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა – და დღეს ის უკვე წარმატებულია.ტანსაცმლის დამზადების უძველეს ტრადიციასთან შერწყმულია შემოქმედებითობა, უნიკალურუბა და ინოვაციურობა. როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, საქართველო ყოველთვის ექცეოდა უამრავი ზეგავლენის ქვეშ, რამაც გამოიწვია ის მკაფიო და დახვეწილი მიდგომები, რომლითაც ქართველი დიზაინერები დღეს საერთაშორისო მასშტაბით არიან ცნობილები.

ქართველ დიზაინერებსა და ბრენდებს შეუძლიათ აწარმოონ საუკეთესო ხარისხის ტანსაცმელი საჭირო მოქნილობით. ეს ყველაფერი კი უკვე აღმოჩენილია საერთაშორისო ბრენდების მიერ, რომლებიც ეძებენ კომპეტენტურ, შემოქმედებით და მოქნილ პარტნიორს ტანსაცმლის წარმოებაში.

მოკლე მიმოხილვა │ ტანსაცმელი საქართველოში თარიღდება მე -19 საუკუნით, როდესაც დიზაინის სტუდიები გადაიქცა ატელიეებად, ატელიეები სახელოსნოდ და სახელოსნოები საწარმოებად. ტანსაცმლის ექსპორტი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო სავაჭრო საქმიანობის ნაწილი, რომელმაც გაიარა ძირითადი მოდერნიზაციის პროცესი ახალი ათასწლეულის დასაწყისში. დღეს საერთაშორისო ბრენდები საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან სწორედ აქ პოულობენ კრეატიულობისა და კომპეტენციის შესაბამის დონეს მოდაში.

ზოგიერთი ფაქტი │ დღეს დაახლოებით 200 კომპანია მუშაობს საქართველოს ტანსაცმლის სექტორში, უმეტესობა მცირე და საშუალო ზომის და სტრუქტურით. შეიქმნა უფრო დიდი საწარმოო შესაძლებლობები, რომელსაც შეუძლია ემსახუროს იმ ბრენდებს, რომლებიც ეძებენ ტანსაცმლის წარმოებისთვისთვის ადგილს, ისინი გვთავაზობენ კომპეტენციას,
მოქნილობას, გეოგრაფიულ სიახლოვეს და თავისუფალ წვდომას, მაგალითად, ევროპულ ბაზარზე. ამ სფეროში ყველაზე მეტად აქტიური ადგილები საქართველოში არის: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი – საიდანაც პროდუქცია უკვე მზად არის გასაგზავნად!

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.