4-8 მაისს Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ს მე-17 სეზონი ჩატარდა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო დიზაინერებმა წარადგინეს 2023-2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები.
MBFW-ის საქმიანობა და მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მოდის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციამ ხელი შეუწყო კლასტერის წევრ 6 კომპანიას: Tatuna, Situationist, Ingorokva, Keburia, LYIA, KABA, მონაწილეობა მიეღო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე.
პროექტის ფარგლებში იზრდება ინტერესი მოდის მიმდევართა, კრიტიკოსთა და საერთაშორისო მედია წარმომადგენელთა მხრიდან ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე კულტურული და მათ შორის მოდის აქტივობების მიმართულებით.
მოდის კვირეულის ფარგლებში, გარდა ჩვენებებისა, იყო ასევე მასტერკლასები, პრეზენტაციები და პერფორმანსები, რომელიც საერთაშორისო მოდის ბაზარზე საქართველოს ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის.