GAFA მხარს უჭერს თავის წევრებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. უფრო მეტიც, GAFA, თავისი გლობალური პარტნიორული ქსელით, გადმოგვცემს, რას წარმოადგენს კლასტერი და რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს, როგორც ტანსაცმლის შექმნა-წარმოების ლოკაციას. GAFA თავის წევრებს მსოფლიოს მთავარ “მოთამაშეებთან” აკავშირებს, ქმნის სინერგიის შესაძლებლობას და შესაბამისად, წარმოადგენს რეალურ ღირებულებას. წარმომადგენლობითი ამოცანების დიაპაზონი მრავალფეროვანია და ასახავს ბიზნესის მრავალ სფეროს. ჩვენ აქ ვართ, რათა მოვუსმინოთ თითოეულ წევრს და შევქმნათ სწორი გზავნილი კლასტერისთვის, როგორც ერთი მთლიანობისთვის.