კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (“GAFA”) წარმოგიდგენთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც განმარტავს, თუ როგორ დამუშავდება თქვენგან მიღებული პირადი ინფორმაცია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით პირადი მონაცემების მიღება-შენახვა-დაცვის საკითხს. კონკრეტული კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის პოლიტიკასა და პრაქტიკას თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების თაობაზე, ასევე ადგენს თქვენს უფლებებს. ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის მუდმივი პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ ჩვენ დროდადრო განვაახლებთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გთხოვთ, ხშირად შემოხვიდეთ ტექსტის სანახავად, რათა გაეცნოთ რედაქტირებულ ადგილებს. ამავდროულად, როდესაც იყენებთ საიტს, თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, რომელშიც დროდადრო შეიძლება ცვლილებები შევიდეს.

1. პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციამ შესაძლოა შეაგროვოს როგორც თქვენი პირადი მონაცემები, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან მივიღებთ:
– საიტის გამოყენებით,
– Cookies-ებისა და Web beacons-ის მეშვეობით,
– მესამე მხარის საშუალებით.

წევრობა
როდესაც გახდებით ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA-ს) წევრი, ჩვენ დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას თქვენ შესახებ. რა ინფორმაციას შევაგროვებთ?
– თქვენი სახელი,
– თქვენი დამსაქმებლის სახელი,
– სამსახურის მისამართი (თქვენი ქვეყნის ადგილმდებარეობის ჩათვლით),
– თქვენი პროფესიული პოზიციის შესახებ,
– მონაწილეობის უფლების შესახებ,
– თქვენი ელ-ფოსტის მისამართი.

თუმცა, ამ ინფორმაციის გარდა ჩვენ შესაძლოა დამატებით შევაგროვოთ:
– პირადი ელ-ფოსტის მისამართი,
– პირადი საფოსტო მისამართი,
– მობილური ტელეფონის ნომერი.
ჩვენ, ასევე, შესაძლოა, ვთხოვოთ წევრებს, რომ, საკუთარი სურვილისამებრ, მოგვაწოდონ დამატებითი ინფორმაცია მათი განათლების, კონკრეტულ ინდუსტრიაში სტაჟის შესახებ და ა.შ.


ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას წევრობის ადმინისტრირებისთვის, რომ გაგაგებინოთ ყველა იმ სარგებლის შესახებ, რაც წევრობას სდევს თან, ასევე, რათა მოხდეს თქვენი ინფორმირება GAFA-თან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ, ამავდროულად, კონტენტების და სხვა შესაძლებლობების ჩვენებისთვის, რაც ზოგადად ახლავს GAFA-ს წევრობას. GAFA-ს, ასევე, შეუძლია ეს ინფორმაცია გამოიყენოს ჩვენ დასახმარებლად – წევრების საჭიროებებისა და ინტერესების უკეთ გასაგებად, რათა ჩვენი პროდუქტები და სერვისები მაქსიმალურ თანხვედრაში მოვიყვანოთ მათ მოთხოვნებთან.

ღონისძიებები
წლის განმავლობაში GAFA მასპინძლობს/აფინანსებს ბევრ ღონისძიებას. ეს მოიცავს როგორც პირად კონფერენციებს, ასევე პირდაპირ ვებ კონფერენციებს (ერთობლივად “ღონისძიებებს”). თუ თქვენ ჩვენს რომელიმე ერთ-ერთ ღონისძიებაზე დარეგისტრირდებით და ამავდროულად იქნებით წევრი, ჩვენ შეგვეძლება წევრის ანგარიშზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომა, რათა მოგაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც ღონისძიებასთან იქნება დაკავშირებული. თუ თქვენ არ ხართ წევრი და დარეგისტრირდით ერთ -ერთ ღონისძიებაზე, ჩვენ მხოლოდ თქვენს სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას შევინახავთ ჩვენს მონაცემთა ბაზაში (ბაზებში) და გამოვიყენებთ მას იმ ინფორმაციისა მოსაცემად და სერვისის გასაწევად, რომლებიც დაკავშირებულია ღონისძიებასთან. ჩვენ ამ ინფორმაციას ვამუშავებთ იმისათვის, რომ შევასრულოთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი თქვენი მოთხოვნა.

თუ შენ ხარ მომხსენებელი ან წარმდგენი ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, ჩვენ შევაგროვებთ თქვენ შესახებ შემდეგ ინფორმაციას – სახელს, დამსაქმებელს, საკონტაქტო მონაცემებს, ფოტო-სურათს (პორტრეტს), ასევე, შევაგროვებთ იმ შეფასებებს, რომლებიც ღონისძიების დამსწრეებმა დაუწერეს თქვენს გამოსვლას. ამავდროულად, გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი ხმის ჩანაწერი და გამოსახულება.

თქვენი მონაწილეობის შესახებ ჩანაწერი, როგორც დამსწრე ან წამყვანი, ინახება GAFA-ს ღონისძიებებში. ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ თქვენ მოგეწოდოთ წევრობის მომსახურება ან მოხდეს თქვენი ინფორმირება სხვა ღონისძიებებთან ან პუბლიკაციებთან დაკავშირებით. ასევე, შეიძლება ეს ინფორმაცია გამოყენებულ იქნეს GAFA-ს დასახმარებლად – წევრების საჭიროებებისა და ინტერესების უკეთ გასაგებად, რათა ჩვენი პროდუქტები და სერვისები მაქსიმალურ თანხვედრაში მოვიყვანოთ მათ მოთხოვნებთან.

ჩვენს ერთ ან მეტ ღონისძიებაზე დასწრებასთან ერთად, თქვენ შეიძლება გქონდეთ “აპლიკაციის” ჩამოტვირთვის შესაძლებლობა, რაც დაგეხმარებათ ღონისძიების ნავიგაციაში და თქვენი გრაფიკის უკეთ დაგეგმვაში. აპლიკაციას შესაძლოა დასჭირდეს მოწყობილობის ამომცნობი, რომელიც დაკავშირებული იქნება სწორედ იმ მოწყობილობასთან, რომლიდანაც მას გამოიყენებთ. ინფორმაცია შეიძლება შეგროვდეს მაშინაც, როდესაც თქვენ:
– რეგისტრირდებით აპლიკაციაში შესასვლელად,
– შეგყავთ ინფორმაცია,
– წერთ პოსტებს/კომენტარებს,
– ფავორიტებში ამატებთ კონტენტს,
– ახდენთ საგანმანათლებლო კონტენტის ჩაბარებას (დოკუმენტების, ვიდეოების, მოთხრობებისა და გამოსახულებების) ან როდესაც აძლევთ შეფასებას,
– აქტიური ხართ საგანმანათლებლო აქტივობებში,
– ახდენთ მასალების ჩამოტვირთვას,
– ქმნით კონტენტს,
– იყენებთ მობილური მოწყობილობის რესურსებს (როგორიცაა კამერა ან მიკროფონი),
– ახდენთ QR კოდების დასკანერებას,
– ახდენთ ფოტოების წარდგენას,
– იწერთ მონათხრობს,
– აგზავნით საგანმანათლებლო მასალებს.
ჩვენი ზოგიერთი ღონისძიება იმგვარად არის დაფინანსებული, რომ ადამიანებს ეძლევათ უფასოდ დასწრების შესაძლებლობა. მსგავსი ღონისძიებებისთვის (როგორიც არის, მაგალითად, ვებინარი), GAFA-ს შეუძლია რეგისტრაციის სია მიაწოდოს სპონსორებს და/ან თანადამფინანსებლებს როგორც წინასწარ, ასევე ღონისძიების შემდგომ. ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება რეგისტრაციის გვერდზე შეტყობინების დაწვრილებით აღწერას წარადგენს.

GAFA-ს ღონისძიებების წარმდგენებმა შესაძლოა მოისურვონ თქვენი ბეჯის სკანირება, რათა შემდგომ დაგიკავშირდნენ დამატებითი ინფორმაციისთვის. GAFA ბეჯების სკანირების სერვისს იმ შემთხვევაში ააქტიურებს, თუ ამას წარმდგენები სთხოვენ. წარმდგენისთვის ბეჯის სკანირების უფლების დაშვებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ GAFA-მ წარმდგენს გადასცეს თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, შესაბამისად, ღონისძიების შემდგომ თქვენ შეიძლება დაგიკავშირდეთ წარმდგენი. თქვენი პირადი ინფორმაციის მართვისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თავად წარმდგენს.

პუბლიკაციები
GAFA თავის წევრებსა და ფართო საზოგადოებას განსხვავებული კონტენტის ტიპებით უზრუნველყოფს. თუ თქვენ დარეგისტრირდებით და გადაწყვეტთ GAFA-ს პუბლიკაციების მიღებას, ჩვენ თქვენგან დაგვჭირდება გარკვეული სახის პირადი მონაცემები. ჩვენ ეს ინფორმაცია შესაძლოა მესამე მხარესაც გავუზიაროთ, ვინც თქვენ გამოგიგზავნით კონტენტს GAFA-ს სახელით. თქვენ შეგიძლიათ, საკუთარი სურვილისამებრ, აირჩიოთ GAFA ელ-ფოსტის გამოწერის გაუქმება.

GAFA იყენებს Google Analytics-ს იმის დასადგენად, თუ რამდენად ხშირად ხსნიან ან კითხულობენ ადამიანები ჩვენ მიერ გაგზავნილ კონტენტს. GAFA ამ ხერხს იყენებს იმის დასადგენად და შესაფასებლად, თუ რა ტიპის კონტენტი არის სასარგებლო და საინტერესო წევრებისთვის, რათა შემდგომ მაქსიმალურად მათი მოლოდინის შესაბამისი მასალები ვაწარმოოთ. Google Analytics-დან თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ მესამე მხარისთვის ქუქი-ჩანაწერების გაზიარებაზე.

GAFA-ს, ასევე, შეუძლია ჩაატაროს კვლევები, რომლებიც გამოიყენება ინდუსტრიის თემებზე კვლევის დასამზადებლად. ამ გამოკითხვებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

GAFA-სთან მიმოწერა
თუ თქვენ GAFA-სთან მიმოწერა გექნებათ ელ-ფოსტის, საფოსტო სერვისის, ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა ფორმის საშუალებით, GAFA ასეთი ტიპის მიმოწერას შეინახავს და მასში არსებულ ინფორმაციას გამოიყენებს თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ამავდროულად, გაცნობებთ როგორც ღონისძიებების, ასევე პუბლიკაციების შესახებ და შეგატყობინებთ სხვა სერვისების თაობაზეც. თქვენი საჩივრები, საცხოვრებელით უზრუნველყოფის მოთხოვნები და მსგავსი შეტყობინებები, აუცილებლად, შეინახება. თუ თქვენ სთხოვთ GAFA-ს, რომ არ დაგიკავშირდეთ ელ-ფოსტით გარკვეული ელ-ფოსტის მისამართზე, GAFA აღნიშნავს ამ ელ-ფოსტის მისამართს მის „master not send“ სიაში, რათა შეასრულოს თქვენი მოთხოვნა.

მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაცია
GAFA, დროდადრო, მოითხოვს და მიიღებს ინფორმაციას მესამე პირისგანაც. ეს შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თანამშრომელი არის GAFA-ს კორპორატიული წევრი და თქვენ გარეგისტრირებთ პროფესიული განვითარებისთვის ან წევრობისთვის. ჩვენმა ერთ-ერთმა მესამე პირმა, მაგალითად, პროფესიული განვითარების პარტნიორმა, ასევე, შესაძლოა, გაუზიაროს თქვენი პირადი ინფორმაცია GAFA-ს, როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით პროფესიული განვითარებისთვის, სერტიფიცირებისთვის ან წევრობისთვის, ამ პროფესიული განვითარების პარტნიორის მეშვეობით.

GAFA-ს სერვისების გამოყენება მონაცემების მიწოდების გარეშე
თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ GAFA-ს მომსახურებით თქვენი პირადი მონაცემების მოწოდების გარეშე. ჩვენს ვებ-საიტზე არსებული ზოგიერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მათთვისაც კი, ვინც არ არის GAFA-ს წევრი. იმისთვის, რომ გქონდეთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც არ არის განთავსებული საჯაროდ, ჩვენს ვებ-საიტზე, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ და არა ვინმე სხვა. თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი გამოწერები და ნებისმიერ დროს მიიღოთ ან გააუქმოთ წვდომა GAFA-ს მარკეტინგული კომუნიკაციის მასალებზე.

GAFA-ს ვებ-საიტის გამოყენებით შეგროვებული ინფორმაცია
GAFA-მ შეიძლება შეაგროვოს ან მონიტორინგის ქვეშ ამყოფოს: (1) სახლის სერვერის დომენის სახელები, ელ-ფოსტის მისამართები, კომპიუტერის ტიპი, ვებ-საიტის ვიზიტორების ვებ-ბრაუზერი, (2) იმ ვიზიტორების ელ-ფოსტის მისამართები, რომლებიც უკავშირდებიან GAFA-ს ან საიტს ელ-ფოსტის საშუალებით, (3) ვიზიტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც მიღებულია მის მიერ შევსებული ონლაინ და/ან სარეგისტრაციო ფორმებიდან ან ჩატარებული გამოკითხვებიდან. ეს ინფორმაცია არის სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი და სხვა პირადი მონაცემები), (4) შეგროვებული ინფორმაცია გვერდების ნახვის შესახებ.

GAFA-ს ვებ-საიტი გარკვეულ ინფორმაციას ავტომატურად აგროვებს და ინახავს რეგისტრაციის ფაილში. ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართებს, რეგიონს ან ზოგად ადგილსამყოფელს, საიდანაც თქვენი კომპიუტერი ან მოწყობილობა უკავშირდება ინტერნეტს, ბრაუზერის ტიპს, ოპერაციულ სისტემას და სხვა ინფორმაციას GAFA-ს ვებსაიტის გამოყენების შესახებ, მათ შორის თქვენ მიერ ნანახი გვერდების ისტორიას. ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ საიტის გასაუმჯობესებლად და თქვენს, როგორც მომხმარებლის, მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მოსარგებად. ჩვენ, ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი IP მისამართი, რათა დაგეხმაროთ ჩვენი სერვერის პრობლემების დიაგნოსტირებაში და ვებ-გვერდის ადმინისტრირებაში, ტენდენციების გაანალიზებაში, ვიზიტორთა მოძრაობების თვალყურის დევნებაში და ფართო დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც გვეხმარება იმის დადგენაში, თუ რას ანიჭებენ ვიზიტორები უპირატესობას.

GAFA-მ შეიძლება განათავსოს ინტერნეტ ქუქი-ფაილები, web beacons-ი ან სხვა ტექნოლოგია, რომ შეაგროვოს ინფორმაცია ვიზიტორების მყარი დისკიდან. ქუქი არის მცირე რაოდენობის მონაცემი, რომელიც იგზავნება თქვენს ბრაუზერში ვებსაიტის კომპიუტერიდან და ავტომატურად ინახება თქვენს კომპიუტერში. ცალკეული ვიზიტორების შესახებ ქუქი-ფაილები ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები ინახავენ ისეთ მონაცემებს, როგორებიც არის ვიზიტორის სახელი, პაროლი, მომხმარებლის სახელი, ეკრანის პარამეტრები, ვიზიტორის მიერ ნანახი საიტის გვერდები და ვიზიტორების მიერ ნანახი ან დაწკაპუნებული რეკლამები. როდესაც ვიზიტორი ხელახლა შემოდის საიტზე, GAFA-მ შეიძლება იცნოს ის ინტერნეტ ქუქი-ფაილებით ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიით და შესაბამისად, მოახდინოს ვიზიტორისთვის ინდივიდუალური გამოცდილების შექმნა. ბრაუზერის კონფიგურაცია ისე, რომ მან მიიღოს, უარი თქვას და/ან გაცნობოთ ქუქი დაყენების თაობაზე, რასაკვირველია, შესაძლებელია. (თითოეული ბრაუზერი ინდივიდუალურია, ამიტომაც შეამოწმეთ მენიუში სექცია “დახმარება” ქუქი პარამეტრების დასარეგულირებლად.) ეს ქუქი-ფაილები არჩევითია და შეიძლება ნებისმიერ დროს უარი თქვან თქვენი ბრაუზერის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით; თუმცა, ამით GAFA-ს საიტის ზოგიერთი ნაწილი მიუწვდომელი იქნება თქვენთვის.

GAFA-ს ქუქი-ფაილების კატეგორიები
ავთენტიფიკაცია: როდესაც თქვენ შესული ხართ ჩვენს სერვისებში, ქუქი-ფაილები გვეხმარება შესაფერისი ინფორმაციის ჩვენებასა და თქვენი გამოცდილების პერსონალიზებაში.

უსაფრთხოება: ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომ გავააქტიუროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენი უსაფრთხოების მახასიათებლებს და ამავდროულად აღმოვაჩინოთ ზიანის მომტანი ქმედებები.
პრეფერენცია, ფუნქციები და სერვისები: ჩვენს საიტებზე ქუქი-ფაილები ფორმების კიდევ უფრო მარტივად შევსებაში დაგეხმარებათ. მათი მეშვეობით თქვენ ასევე გაიგებთ ფუნქციების შესახებ, ისინი მოგაწვდიან იდეებსა და ინდივიდუალურ კონტენტს.

მარკეტინგი: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები როგორც მარკეტინგული კამპანიების განსახორციელებლად, ასევე მათი ეფექტურობის დასადგენად (მაგალითად, მომხმარებელი ეწვია ჩვენს მაღაზიას და იყიდა ნივთი). ანალოგიურად, ჩვენს პარტნიორებს შეუძლიათ გამოიყენონ ქუქი-ფაილები, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, მაგალითად, რა ტიპის ურთიერთობა დამყარდა მათსა და თქვენ შორის – რა სერვისით ისარგებლეთ. თუმცა, ამ მესამე პირის ქუქი-ფაილების გამოყენება ექვემდებარება მომსახურების მიმწოდებლის პოლიტიკას.

შესრულება, ანალიზი და კვლევა: ქუქი-ფაილები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი საიტები და სერვისები. ჩვენ, ასევე, ქუქი-ფაილებს ვიყენებთ იმისთვის, რომ უკეთ შევისწავლოთ, გავაუმჯობესოთ და გამოვიკვლიოთ პროდუქტები, ფუნქციები და სერვისები. მათი დახმარებით ჩვენ ვქმნით ლოგოებს, ვიწერთ თქვენი საიტზე შემოსვლისა და სერვისებით სარგებლობის შემთხვევებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოწყობილობიდან შემოხვალთ, იქნება ეს სამუშაო კომპიუტერი თუ მობილური მოწყობილობა.

GAFA-მ ასევე შეიძლება გამოიყენოს სხვა ტექნოლოგიები ტენდენციების გასაანალიზებლად, საიტის ადმინისტრირებისთვის, სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, საიტზე მომხმარებლების გადაადგილებაზე თვალყურის დევნების მიზნით, ანალიტიკური და დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვებისა და მარკეტინგისთვის:
თვალთვალის ტექნოლოგიები. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ბრძანება თქვენს ბრაუზერს, რომ უარი თქვას ყველა ან ზოგიერთ ქუქი-ფაილზე ან გამოგიგზავნოთ გაფრთხილება, როდესაც ქუქი-ფაილები გამოიგზავნება თქვენთან. თუ გამორთავთ ან უარს იტყვით ქუქი-ფაილებზე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ საიტის ზოგიერთი ნაწილი შეიძლება მიუწვდომელი იყოს თქვენთვის ან არ ფუნქციონირებდეს გამართულად.
GIF (გრაფიკული ჩანაცვლების ფორმატი). GAFA-მ, მომხმარებლების ქცევის დასადგენად, მათ შორის იმ სტატისტიკის შესაქმნელად, რომელიც აჩვენებს, თუ ვინ ხსნის ჩვენს წერილებს, შეიძლება გამოიყენოს პატარა სურათები, ცნობილი GIF-ის სახელწოდებით.
Web Beacons-ი. ჩვენი საიტის გვერდები და ჩვენი ელ-ფოსტა შესაძლოა შეიცავდეს პატარა ელექტრონულ ფაილებს, რომლებიც ცნობილია web beacons-ის სახელწოდებით (ასევე, მოიხსენიება როგორც “clear figs”, “pixel tags” და “single-pixel gifs”). Web beacons-ი ნებას რთავს GAFA-ს, რომ, მაგალითად, დაითვალოს იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც ეწვივნენ გვერდებს ან გახსნეს ელ-ფოსტა, ასევე დახმარებას უწევს ვებ-საიტთან დაკავშირებული სხვა სტატისტიკური მონაცემების შექმნაში (მაგალითად, ვებ-საიტზე განთავსებული რომელი კონტენტია პოპულარული, ასევე ახდენს სისტემის და სერვერის მთლიანობის შემოწმებას).
ადგილმდებარეობა. თქვენი მოწყობილობის ლოკაციის შესახებ ინფორმაციას მობილური აპლიკაციები შეიძლება შემდეგი მიზნებისთვის აგროვებდნენ: გეოზონირებისთვის, mileage tracking-სთვის და ა.შ. თუ თქვენ არ გსურთ, რომ ჩვენ შევაგროვოთ ინფორმაცია, თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრებიდან შეგიძლიათ გამორთოთ მდებარეობის გაზიარების ფუნქცია ან უბრალოდ უარყოთ ჩვენი მოთხოვნა. თუმცა, ადგილმდებარეობის ინფორმაციის შეგროვებაზე უარის თქმა გამოიწვევს იმ ფუნქციების გათიშვას, რომელთა მუშაობა საჭიროებს ლოკაციის გააქტიურება-ჩვენებას, აქედან გამომდინარე, ონლაინ და/ან მობილური აპლიკაცია შესაძლოა არ ფუნქციონირებდეს გამართულად. თქვენ ასევე შეგიძლიათ უარი თქვათ ამ მეთოდზე აპლიკაციის პარამეტრების საშუალებით, თუმცა, უარის თქმა ხელს შეუშლის პროგრამის ფუნქციონირებას.
შენახული ინფორმაცია და ფაილები. ჩვენს მობილურ აპლიკაციას, ასევე, შესაძლოა, რომ ჰქონდეს წვდომა მეტამონაცემებზე და სხვა ინფორმაციაზეც, რომელიც დაკავშირებულია იმ სხვა ფაილებთან, რომლებიც თქვენს მოწყობილობაში ინახება. ეს შეიძლება შეიცავდეს, მაგალითად, ფოტოსურათებს, აუდიო და ვიდეო კლიპებს, პირად კონტაქტებს და მისამართების წიგნის ინფორმაციას. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ მონაცემების შეგროვებაზე თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრებში, თუმცა უარის თქმა ხელს შეუშლის პროგრამის გამართულ ფუნქციონირებას.
თქვენი ინფორმაცია და მესამე მხარის რეკლამა. ჩვენ არ ვაკონტროლებთ მესამე მხარის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებას ისეთი რეკლამების ჩვენებისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება თქვენს ინტერესებზე. თუ თქვენ არ გენდომებათ, რომ მოხდეს თქვენი ინფორმაციის შეგროვება და/ან გამოყენება ამ მხრივ, მესამე მხარე ამის დაფიქსირების საშუალებას აუცილებლად მოგცემთ. ამ საიტზე გადასვლით – https://optout.networkadvertising.org – თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ Network Advertising Initiative-ს (“NAI”) წევრებისგან მიზნობრივი რეკლამების მიღებაზე. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ Digital Advertising Alliance-ს წევრებისგან ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამის მიღებაზე, მათი სამომხმარებლო არჩევანის ინსტრუმენტის გამოყენებით შემდეგ საიტზე – https://optout.aboutads.info. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ, უარი თქვათ თქვენი ინტერნეტ და/ან მობილური ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
ნუ ადევნებთ თვალყურს სიგნალს. ვებ-საიტი ამჟამად არ აღიარებს ან არ რეაგირებს ბრაუზერის სიგნალზე “ნუ ადევნებთ თვალყურს”.
GAFA-ს შეუძლია თვალყური ადევნოს მომხმარებლებს, როდესაც:
– ჩვენი მომხმარებლის პორტალის საშუალებით ისინი გადადიან ჩვენი ძირითადი საჯარო საიტიდან წევრების საიტებზე მათი მომხმარებლის სახელისა და პაროლის შესვლის გზით
– ჩვენს ვებ-საიტზე ვიზიტორები გადმოდიან მარკეტინგული landing page-ის საშუალებით.
როდესაც მომხმარებელი იმყოფება GAFA-ს საიტზე და აწკაპუნებს ჰიპერბმულს, ამ დროს GAFA, ასევე, ინახავს ამ ვებ-საიტების შესახებ ჩანაწერებს.

იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ, რომლებიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, GAFA იყენებს თვალთვალის ტექნოლოგიას, რომელიც ვრცელდება ვებსაიტების ქსელში, რომელსაც GAFA არ ფლობს ან რომელთანაც პარტნიორობა არ აკავშირებს. ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომელიც აკვირდება თქვენს ქმედებებს ქუქი-ფაილების დახმარებით, მაგრამ არ ახდენს პირადი ინფორმაციის შეგროვებას. ამ სისტემის გამორთვა შესაძლებელია, თუ თქვენ ამ წესების ქუქი-ფაილების სექციას გაეცნობით და ნახავთ, სად უნდა შეხვიდეთ ბრაუზერში, რომ აღარ მოხდეს ქუქი-ფაილების მიღება.

თუ ვიზიტორი GAFA-ს მისცემს თავის ლოკაციაზე წვდომის უფლებას, GAFA-მა შეიძლება შეაგროვოს გეო-მდებარეობის ინფორმაცია. ვიზიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს თავისი კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის პარამეტრები ისე, რომ დაუშალოს GAFA-ს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა.

როდესაც ვიზიტორი საიტზე ახორციელებს ძებნას, ამ დროს GAFA-მ შეიძლება ჩაიწეროს ინფორმაცია, რომელიც ახდენს ვიზიტორის იდენტიფიცირებას. GAFA-მ, ასევე, შეიძლება ჩაიწეროს ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტორის მიერ განხორციელებულ თითოეულ ძებნასთან და გამოიყენოს ეს ინფორმაცია, სხვა საკითხებთან ერთად, სერვისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების მოსაგვარებლად და გამოყენების საერთო სტატისტიკის გამოსათვლელად.

ბმულები და ურთიერთქმედება მესამე მხარის პროდუქტებთან/ვებსაიტებთან ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან მესამე მხარის მომსახურების კონტენტზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მესამე მხარემ გაწეული მომსახურებებით შეიძლება შეაგროვოს თქვენგან პირადი მონაცემები. შესაბამისად, გირჩევთ, რომ წაიკითხოთ თითოეული მესამე მხარის მომსახურების პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიტი ცდილობს შეიცავდეს მხოლოდ ხარისხიან, უსაფრთხო და რელევანტურ გარე ბმულებს, მომხმარებლებმა უმჯობესია მიიღონ სიფრთხილის ზომები სანამ დააწკაპუნებენ ამ ვებ-საიტზე მითითებულ ნებისმიერ ბმულზე, რომელსაც საიტიდან გაყავხარ (გარე ბმულები – დაწკაპუნებადი ტექსტი/ ბანერი/გრაფიკული ბმულები, რომელთაც სხვა ვებ-საიტებზე გადაყავხართ). ეს ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს დასპონსორებულ ბმულებსა და რეკლამებს. ნებისმიერ რეკლამაზე დაწკაპუნებით და შემდგომ რეფერალური პროგრამის გავლით, თქვენ გადადიხართ განმცხადებლის ვებ-საიტზე, რომელმაც შესაძლოა მოითხოვოს თქვენგან ქუქი-ფაილები და თვალყური ადევნოს საიტიდან გაგზავნილი რეფერალების რაოდენობას. ეს პროცესი შეიძლება გულისხმობდეს ქუქი-ფაილების გამოყენებას, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება შეინახულ იქნეს თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ამრიგად, როდესაც მომხმარებლები აწკაპუნებენ დასპონსორებულ გარე ბმულებზე, ნებისმიერი რისკი, რაც იარსებებს ამ ბმულებზე გადასვლით, იქნება მომხმარებლის პასუხისმგებლობა. GAFA არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანის ან შედეგისათვის, რომელიც გამოწვეული იქნება ნებისმიერი გარე ბმულის მონახულებით. მიუხედავად GAFA-ს მცდელობისა, მას არ შეუძლია გარანტია მოგცეთ ან გადაამოწმოს ნებისმიერი გარე ვებ-საიტის ბმულზე არსებული კონტენტის უსაფრთხოება.

2. შეგროვებული პირადი მონაცემების გამოყენება
როგორც ზემოთ იყო განმარტებული, GAFA ამუშავებს თქვენს მონაცემებს, რათა მოგაწოდოთ საქონელი და/ან გაგიწიოთ მომსახურება, რომელიც თქვენ მოითხოვეთ, მათ შორის ეს შეეხება წევრობის სერვისებს, ღონისძიებებს, პუბლიკაციებს და სხვა კონტენტს, რის შესახებაც ჩვენ გაცნობებთ და რასაც გაწვდით პროფესიული განვითარებისთვის. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ჩვენი საქონლისა და მომსახურების დასახვეწად, რათა უკეთ შევუსაბამოთ ისინი თქვენს საჭიროებებს და ასევე, გაგიზიაროთ GAFA-ს სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ ან თქვენს კომპანიას. უმეტესწილად, GAFA-ს სჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საქონლის ან მომსახურების შეკვეთის შესასრულებლად – მათ შორის წევრობის სერვისების და ყველა უპირატესობის, შესაძლებლობის საჩვენებლად.

მაგალითად, GAFA-მ შეიძლება თქვენი პირადი მონაცემები გამოიყენოს:

ა) თქვენთან კომუნიკაციისათვის (მაგალითად, წევრობის ანგარიშის ან საიტის შესახებ ინფორმაციის გაცნობის მიზნით).
ბ) უკეთესი ხარისხისა და ხელსაყრელი მომსახურების შექმნისთვის. ამისთვის მოხდება გამოყენების ტენდენციის ანალიზი, ასევე საიტის კონკრეტულ ნაწილებთან მიმართებით ჩატარდება დემოგრაფიული ანალიზი.
გ) სწრაფი და ეფექტური სერვისის მოსაწოდებლად.
დ) საიტის მუშაობის მხარდასაჭერად, პრობლემების აღმოფხვრისთვის, დავების გადასაწყვეტად და წესებისა და პირობების კეთილსინდისიერად დაცვის უზრუნველსაყოფად.
ე) მიღებული და/ან დეტალური ინფორმაციის, ან მოწყობილობის ინფორმაციის და/ან ადგილმდებარეობის ინფორმაციის და/ან ჟურნალის ინფორმაციის დასამატებლად, რათა GAFA-მ მოახდინოს ანალიზი და გამოგზავნოს თქვენთან ისეთი შეტყობინებები, რომლებთაც, ჩვენი მოსაზრებით, შეუძლია თქვენი დაინტერესება.
ვ) თქვენთვის სასურველი რეკლამისა და კონტენტის მორგებისთვის, მათ შორის ადგილმდებარეობის ინფორმაციის გამოყენებითა და გეოზონების დახმარებით.

3. შეგროვებული პერსონალური მონაცემების გამჟღავნება
GAFA-მა შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები:

ა) თქვენი მოთხოვნით ან თქვენი თანხმობით.ბ) GAFA-ს აგენტებთან და მრჩევლებთან (მაგალითად, ბუღალტრებთან და იურისტებთან). კონფიდენციალურობის მკაცრი შეზღუდვის პირობებში, ჩვენ მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას გავამჟღავნებთ, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ თქვენ და/ან ჩვენ მოგვეწოდოს სასურველი მომსახურება.
გ) რადგან GAFA მიიჩნევს, რომ აუცილებელია: (ა) კანონის დაცვა (სასამართლოსა და მთავრობის გადაწყვეტილებების, ასევე საქალაქო სასამართლოს უწყებების); (ბ) დაემორჩინოს, განამტკიცოს და გამოიყენოს GAFA-ს როგორც წესები და პირობები, ასევე სხვა შეთანხმებები; ან (გ) დაიცვას GAFA-ს, მომხმარებლების, თანამშრომლების და სხვების უფლებები, უსაფრთხოება და საკუთრება.
დ) თუ თქვენ იქნებით ჩართული (ან გონივრული ეჭვი გვექნება, რომ ხართ ჩართული) ნებისმიერ არალეგალურ ან პოტენციურად უკანონო საქმიანობაში. ამ შემთხვევაში, ჩვენ პირად ინფორმაციას გავამჟღავნებთ უწყების, ორდერის ან სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების გარეშე, რადგან ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია სამართალდამცავი ან სხვა შესაბამისი ორგანოების ინფორმირება და მათთან თანამშრომლობა.
ე) ერთობლივი ფორმით, მაგალითად, ცალკეული მომხმარებლების იდენტიფიკაციის გარეშე, როგორიცაა რომელიმე მოცემულ კვირაში კონკრეტულ სექციაში ვიზიტორების საერთო რაოდენობა.
f) მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლები: ჩვენ ვქირაობთ სხვა ბიზნესებს, კონტრაქტორებს, გარკვეულ სერვისებსა და პირებს, რათა მათ ჩვენი სახელით შეასრულონ ფუნქციები – მაგალითად, გაუკეთონ ორგანიზება ღონისძიებებს, გააგზავნონ ელ-ფოსტები, შეასრულონ შეკვეთები, წევრების სიებიდან განმეორებადი ინფორმაცია ამოიღონ, დაამუშაონ საკრედიტო ბარათით გადახდები, მოახდინონ კომუნიკაცია, მიხედონ მარკეტინგს და გაუწიონ მომსახურება მომხმარებლებს. იმისათვის, რომ მათ ეს მოვალეობები სრულფასოვნად შეასრულონ, ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პირადი ინფორმაციის მათთან გაზიარება, თუმცა მათ ეს ინფორმაცია შესაძლოა არ გამოიყენონ მათი მიზნებისთვის, მაგალითად, მათი პროდუქტების შესახებ თქვენთვის მარკეტინგული შემოთავაზებების გამოსაგზავნად. GAFA-მ შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ და შემდგომ გაუზიაროს ეს ინფორმაცია ჩვენს რუქების პროვაიდერს და სხვა მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლებს.
g) შეგროვებული ინფორმაცია: რეკლამის განმთავსებლებს, სპონსორებს ან სხვა ორგანიზაციებს მარკეტინგული ან სარეკლამო მიზნებისათვის ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა დემოგრაფია და ვებ-საიტის მოხმარების სტატისტიკა. როდესაც ხდება მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაზიარება, სხვა მხარეებს არ აქვთ წვდომა თქვენს პირად ინფორმაციაზე.
h) სხვა მესამე მხარეები და სარეკლამო შემოთავაზებები: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი ინფორმაცია ბიზნეს პარტნიორებს, რომლებიც იწოდებიან, როგორც მესამე მხარე. რა შემთხვევაში მოხდება ასე? მაგალითად, ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ან იმისათვის, რომ მათ შეძლონ თქვენზე პროდუქციის მოყიდვა ან სასურველი სერვისის მოწოდება. ასევე, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ შეთავაზებები ჩვენი პარტნიორების სახელით. როდესაც ჩვენ გიგზავნით შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების სახელით, ჩვენ არ ვაძლევთ ამ პარტნიორს თქვენს პირად ინფორმაციას.
ი) წევრების დირექტორია: GAFA წევრების ინფორმაციას ხელმისაწვდომს მისი წევრების დირექტორიის საშუალებით ხდის. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ან წაშალოთ ინფორმაცია თქვენი ჩამონათვალიდან.
კ) ფორსმაჟორული და საგანგებო სიტუაციების სამართავად.
ლ) დავების და საჩივრების გასარკვევად, ან პირების მიმართ, რომლებთაც აქვთ იურიდიულ უფლებამოსილება იმოქმედონ თქვენი სახელით.
მ) GAFA-ს ვებსაიტი იყენებს ინტერფეისებს ისეთ სოციალური მედიის საიტებთან, როგორებიც არის: Facebook, LinkedIn, Twitter და სხვა. თუ თქვენ ამ სერვისევის მეშვეობით დააჭერთ ღილაკს “მოწონება” ან გააზიარებთ ინფორმაციას GAFA-ს ვებ-საიტიდან, თქვენ უნდა გადახედოთ ამ სერვისის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ თქვენ ხართ სოციალური მედიის საიტის მომხმარებელი, ინტერფეისებმა შეიძლება სოციალური მედიის საიტი დააკავშიროს თქვენს საიტთან და მიიღოს თქვენი პირადი მონაცემები.
ნ) კვლევითი და ანალიტიკური სერვისების მიმწოდებლებს, მათ შორის მესამე მხარის ინსტრუმენტებს, რომლებსაც ჩვენ განვათავსებთ (მაგ., Google Analytics).
ო) იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავყიდით ან ვიყიდით ნებისმიერ ბიზნესსა თუ აქტივს. ასეთ დროს, ამ ბიზნესის ან აქტივის მყიდველს/გამყიდველს ჩვენ გავუმჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ან თუ ჩვენი ყველა აქტივი შეძენილი იქნება მესამე მხარის მიერ, პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ფლობს GAFA, შეიძლება იყოს ერთ -ერთი გადაცემული აქტივი.

მესამე მხარეს პირად ინფორმაციას შემდეგ შემთხვევებში გავუზიარებთ: (1) ინფორმაცია გადაეცემა: (ა) კანონის შესაბამისად (მაგალითად, ძებნის ორდერის, სასამართლოში გამოძახებისა და სხვა სამართლებრივი პროცესების საფუძველზე), (ბ) თქვენთან გაფორმებული შეთანხმების შესასრულებლად , (გ) თაღლითობის გამოძიებისთვის ან (დ) მთავრობის მოთხოვნაზე ან საჯარო მოხელეების მიერ კანონიერ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ან სამართალდამცავი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის; (2) დავებისა და საჩივრების გადასაწყვეტად. (3) თუ მიმდინარეობს ინტეგრაციის, შეძენის, დაპატრონების, ფინანსური შემოწმების, რეორგანიზაციის, გაკოტრების, აქტივების გაყიდვის, სხვა პროვაიდერთან სერვისების გადატანის, შემოსავლების მართვის პროცესი, ამ შემთხვევაში თქვენი პირადი და სხვა ინფორმაცია, აქტივებთან ერთად, შეიძლება გადაეცეს მემკვიდრეს ან შვილობილ კომპანიას, როგორც ამ გარიგების ნაწილი.

4. ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება
რამდენადაც GAFA-ს შეუძლია განსაზღვროს მომხმარებელთა ასაკი მათთან კომუნიკაციით, GAFA შეგნებულად (ა) არ აგროვებს ან განათავსებს ინფორმაციას ცამეტი წლამდე ასაკის პირებისგან („ბავშვები“ ან „ბავშვი ”) მათი მშობლის ან მეურვის გადამოწმებული თანხმობის გარეშე, ან (ბ) არ მიაწვდის ბავშვთაგან შეგროვებულ ნებისმიერ პირადობის დამადასტურებელ ინფორმაციას ნებისმიერ მესამე მხარეს, ნებისმიერი მიზნისთვის.

5. უსაფრთხოების ზომები
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების არც ერთი ფიზიკური და ელექტრონული სისტემა არ არის შეღწევადი, GAFA ცდილობს შეინარჩუნოს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დონე ინდუსტრიის სტანდარტებთან შესაბამისობაში. GAFA-მ დანერგა უსაფრთხოების მრავალი მახასიათებელი, რათა თავიდან აიცილოს პერსონალური ინფორმაციის უნებართვო გაცემა ან წვდომა. კერძოდ, როდესაც სტუმარი აწვდის ინფორმაციას საიტის საშუალებით, GAFA სთავაზობს ვიზიტორს დაცული სერვერის გამოყენების შესაძლებლობას. მანამ, სანამ GAFA-ს გაეგზავნება, ვიზიტორის მიერ შეყვანილი ინფორმაციის დაშიფვრა ხდება დაცული სერვერის მიერ და ეს უკანასკნელი, ასევე, ხელს უწყობს ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვასაც. მიუხედავად იმისა, რომ GAFA იღებს ამ ზომებს მომხმარებლის მონაცემების ან პირადი ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნებისგან დასაცავად, GAFA ვერ აკონტროლებს ინტერნეტ გადაცემებს და არ იძლევა გარანტიას, რომ GAFA-სთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია არასოდეს იქნება კომპრომეტირებული.

6. მესამე მხარის ვებსაიტები
ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა საიტებზე გადასასვლელ ბმულებს. თუ ჩვენ სხვაგვარად არ განვაცხადებთ, ჩვენ არ გვაქვს კონტროლი მესამე მხარის მიერ მითითებულ საიტებზე და მათ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ გვაწვდით (ან ჩვენ ვაგროვებთ) საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა გადახედოთ მესამე მხარის კონფიდენციალურობის პოლიტიკას მათ საიტებზე ვიზიტისას.

7. უარის თქმის უფლება
ვიზიტორებს შეუძლიათ უარი უთხრან GAFA-ს პირადი ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელსაც GAFA-ი მეორეხარისხოვანი მიზნებისათვის ან ვიზიტორებისთვის სარეკლამო კორესპონდენციის გასაგზავნად იყენებს. ამისთვის, საჭიროა, რომ დაუკავშირდეთ GAFA-ს ელ-ფოსტის/საფოსტო მეილის/ტელეფონის საშუალებით ქვემოთ მითითებულ მისამართზე/ნომერზე.

8. პირად მონაცემებზე წვდომის და მათი შესწორების შესაძლებლობა
მას შემდგომ, რაც რეგულარული სამუშაო საათების განმავლობაში ვიზიტორი ფოსტის, ელ.ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით გამოაგზავნის მოთხოვნას ინფორმაციის მიღების თაობაზე, GAFA ვიზიტორის შესახებ შენახულ ინფორმაციას აუცილებლად გადასცემს თავად ვიზიტორს. ვიზიტორებს შეუძლიათ შეასწორონ, შეცვალონ ან განაახლონ GAFA-ს მიერ შეგროვებული პირადი ინფორმაცია ან მოსთხოვონ GAFA-ს, ჩანაწერების წაშლა მისი მონაცემთა ბაზიდან (ამ შემთხვევაში, ვიზიტორი უნდა დაუკავშირდეს GAFA-ს ქვემოთ მითითებული საფოსტო მეილის, ელ-ფოსტის, ან ტელეფონის ნომრის მეშვეობით). GAFA-მ შეიძლება მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ვინაობის დასადასტურებლად და უსაფრთხოების მიზნით. თქვენი პირადი ინფორმაციის წაშლის უფლება შეიძლება შეზღუდული იყოს ზოგიერთ ვითარებაში. GAFA-მ შეიძლება შეინარჩუნოს თქვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია სარეზერვო ასლების, არქივის, თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ანალიტიკისთვის, სამართლებრივი ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის, ან ისეთ დროს, როდესაც მას უბრალოდ გონივრულად მიაჩნია, რომ ამის ლეგიტიმური მიზეზი არსებობს.

9. მარეგულირებელი კანონი
კონფიდენციალურობის ეს პოლიტიკა და GAFA-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკა დაექვემდებარება ექსკლუზიურად კოლუმბიის ოლქის კანონებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა კანონების კონფლიქტის დებულებების გამორიცხვით. მხარეები თანხმდებიან, რომ როგორც შტატის, ასევე ფედერალურ სასამართლოს, რომლებიც მდებარეობენ კოლუმბიის ოლქში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექნებათ ექსკლუზიური იურისდიქცია ნებისმიერ დავასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებით. მხარეები უარს ამბობენ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო გარჩევაზე. GAFA არ აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება სხვა შტატისა თუ სახელმწიფოს კანონებს. ვიზიტორები, რომლებიც იყენებენ საიტს და ცხოვრობენ შეერთებული შტატების გარეთ, აკეთებენ ამას საკუთარი ინიციატივით და პასუხს აგებენ ადგილობრივი კანონების გათვალისწინებით, თუ ეს კანონები, რასაკვირველია, შეესაბამისობაშია. თუ თქვენ ცხოვრობთ შეერთებული შტატების გარეთ, საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი ქვეყნის გარეთ თქვენი ინფორმაციის გადაცემასა და გამოყენებას.

10. GAFA-ის უფლება შეცვალოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა
GAFA-ს შეუძლია ჩვენი საიტის კონტენტისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნებისმიერ დროს შეცვალა. გთხოვთ, პერიოდულად გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად იზიარებთ ჩვენს ამჟამინდელ პოლიტიკას, რადგან მისი დაცვა თქვენთვის სავალდებულოა. თუ რაიმე ცვლილება თქვენთვის მიუღებელია, თქვენი ერთადერთი საშუალება საიტის გამოყენების შეწყვეტაა. თუ თქვენ განაგრძობთ ვებ-საიტის გამოყენებას და/ან პერსონალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებას, ეს ყველაფერი დაექვემდებარება მაშინდელ კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს. ჩვენ გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ გვერდს უახლესი ინფორმაციისთვის.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.