უზბეკეთის ტექსტილის ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, GAFA-ს წევრები მიიწვიეს UzTextileExpo-ს ტექსტილისა და მოდის ინდუსტრიის მსხვილ გამოფენაზე, რომელიც გაიმართა ქალაქ ტაშკენტში.
გამოფენა საშუალებას აძლევს მონაწილეებს წარმოაჩინონ ტექსტილის ბიზნესისა და მოდის ინდუსტრიის მიღწევები, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან მთელი წარმოების ჯაჭვის გასწვრივ – ძაფებიდან მზა ტანსაცმელამდე.
UzTextileExpo-ს ყოველწლიურად 9000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, მათგან 90% კი დარგის ექსპერტია.