14 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ჩემინავასა და უზბეკეთის ტექსტილისა და სამკერვალო მრეწველობის ასოციაცია „Uztextileprom“-ს შორის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბ-ნ მირმუხსინ სულტანოვის წარმომადგენლობით.
მემორანდუმის მიზანია, ჩამოაყალიბოს მხარეებს შორის თანამშრომლობის პრინციპები და საფუძველი, რათა გაუმჯობესდეს სავაჭრო და საინვესტიციო გარემო უზბეკეთსა და ქართულ კომპანიებს შორის ტექსტილისა და სამკერვალო ინდუსტრიაში.