ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის წევრის მორიგი წარმატება იაპონიაში!
15 ნოემბერს ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში “SEIBU” გაიმართა ქართული ბრენდის Maroma Collection სტენდის გახსნის საზეიმო მიღება.
სტენდი ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი და მის ფარგლებში, გარდა “MAROMA Collection”-ის პროდუქციისა, შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის, თაფლის, ნატურალური წვენების, მინერალური წყლის და წიგნების შეძენა.
საელჩოს სახელით გამართულ გახსნის მიღებას ესწრებოდნენ ბიზნესის, პოლიტიკის, კულტურის, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები.