2022 წლის 21 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციიასთან თანამშრომლობის ფარგლებში პროექტმა „კლასტერები განვითარებისთვის“, სამუშაო შეხვედრა გამართა Georgian Apparel and Fashion Association • GAFA და Georgian Construction Materials Cluster • GCMC–ის წევრებისთვის.
UN Women-ის პროექტის ანალიტიკოსმა, ელენე გაბელაიამ და გენდერის ექსპერტმა, მაია ავალიანმა, კლასტერის წევრებს გააცნეს გენდერული თანამშრომლობის პრინციპები, მიმოიხილეს ქალთა უფლებები, საქართველოში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესახებ და გაეცნენ ამ პრინციპებზე ხელმოწერის გზებს. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრის სტატუსით წარდგნენ ირმა დაუშვილი, დიოს დამფუძნებელი და ანა კუხალეიშვილი, ბიმ-კუბის თანადამფუძნებელი, რომლებმაც მათი კომპანიის მაგალითზე ისაუბრეს ორგანიზაციაში ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე.
Georgian Apparel and Fashion Association • GAFA და Georgian Construction Materials Cluster • GCMC-სთვის ქალთა გაძლიერება და ხელშეწყობა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამომავლოდ ორივე კლასტერი გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს კლასტერის წევრებს შორის ქალთა პრინციპების გაძლიერებასა და ორგანიზაციული სისტემის დანერგვისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას.