საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას ახალი წევრი, Georgian Sewing Company შემოუერთდა
კომპანიამ 2022 წელს გახსნა სამკერვალო-საწარმო ქალაქ ქუთაისში, რომელიც დაკომპლექტებულია შპს “იბერია 1”-ის 15 წლიანი გამოცდილების ბაზაზე.
სამკერვალოს ძირითადი სპეციალიზაცია კლასიკური სამოსია. კომპანია ემსახურება სკოლებს, სასტუმროებს, საავადმყოფოებს, ავიახაზებს, სახელმწიფო, სამხატვრო, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს. ამასთან ერთად კომპანია ასრულებს ინდივიდუალურ შეკვეთებს სპეც სამოსზე, სპორტულებსა და სხვა სახის ბრენდირებულ თუ არაბრენდირებულ ტანისამოსზე.
ხარისხის შენარჩუნება, პროდუქციის მიწოდების ვადების დაცვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კომპანიის მუშაობის ძირითადი მახასიათებლებია.
Georgian Sewing Company-ის ნაწარმი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის კოეფიციენტით, მომხმარებლების კმაყოფილება კი მათი მხრიდან ყოველწლიურ თანამშრომლობასა და ლოიალურ დამოკიდებულებაში გამოიხატება.