პროექტის “კლასტერები განვითარებისთვის” ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული დაფუძნდა საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია GAFA. საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით, პროექტი ეხმარება GAFA-ს წევრ კომპანიებს გახდნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. 14-17 სექტემბერს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია InfoAid-ი ესტუმრა GAFA-ს კომპანიებს და დაათვალიერა მათი საწარმოო პროცესები, გაეცნო მათ საჭიროებებსა და სურვილებს და მოისმინა მათი მიზნები. გარდა ამისა, ჩატარდა ერთ დღიანი ვორქშოპი, რომელზეც ქართულმა მოდის კომპანიებმა შეისწავლეს როგორ გამხდარიყვნენ უფრო მდგრადი, გაეზარდათ ექსპორტი და ესარგებლათ ახალი ციფრული შეასძლებლობებით. პროექტის ფარგლებში იგეგმება არაერთი საინტერესო ტრენინგი GAFA-ს წევრი კომპანიებისთვის. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.