GAFA-ს წევრი კომპანია Maroma Collection, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იაპონიის ბაზარზე შესასვლელად. პროექტის „კლასტერები განვითარებისთვისა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით Maroma Collection-ი უკვე მეორედ წარსდგა ტოკიოს შოურუმზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციით.
ბრენდის კოლექცია შეიცავს ქართულ კულტურულ ელემენტებს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა იაპონელი ბაიერებისთვის. აღნიშნული მხარდაჭერა, პროექტის მხრიდან ქართველი დიზაინერების გასაძლიერების კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია.




