თემა:ტანსაცმლის ბაზრის ათვისება: ევროპა │ ჩინეთი │ რუსეთი
დრო:პარასკევი, 17 დეკემბერი, 2021 წელი | 11:00 – 12:30
შეხვედრის ბმული:https://zoom.us/j/93406342835?pwd=b2dhdVhyQVE5NXp4dTVxelhMU1dNUT09
შეხვედირს ID: 934 0634 2835
კოდი: 493179
მომხსენებლები:

სვენ ერისკატის გამოცდილება ტექსტილისა და ტანსაცმლის მსოფლიო ინდუსტრიაში 20 წელზე მეტს ითვლის. მან იმუშავა როგორც ტექსტილისა და ტანსაცმლის ასოციაციებში, ასევე კლასტერებში. ის დაეხმარა ასობით ბრენდს ევროპასა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომ მათ ჰქონოდათ წვდომა მსოფლიოს ახალ ბაზრებზე. 2012 წელს სვენმა, პარტნიორ ოფისებთან ერთად, დააარსა infoAid Partners-ი შანხაისა და მოსკოვში.

უორენ სანი გახლავთ პიონერი უცხოური ბრენდების ჩინეთში რეალიზაციის თვალსაზრისით. მან თავისი კარიერა დაიწყო დალიანსა და პეკინში, სადაც ქმნიდა და მართავდა მოდის ბაზრობებს. მალევე გახდა კერძო მეწარმე და დაიწყო უცხოური ბრენდების დახმარება, რათა მათ მარტივად შესძლებოდათ ჩინურ ბაზარზე შესვლა. სულ ახლახან უორენმა ჩინეთის ონლაინ ბაზარზე შესვლის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. 2013 წელს ის ოფიციალურად შეუერთდა infoAid-ს, როგორც პარტნიორი ჩინეთის ბაზარზე.

იგორ სალომახინი პიონერია რუსეთში უცხოური ბრენდების გაყიდვის მხრივ. როგორც გაყიდვების მთავარმა წარმომადგენელმა, უამრავ ევროპულ ბრენდს დაეხმარა რუსულ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. შესაბამისად, კარგად იცის რუსეთში მოთხოვნის სტრუქტურის, ტენდენციების, გაყიდვებისა და დისტრიბუციის არხების შესახებ. იგორი 2013 წელს ოფიციალურად შეუერთდა infoAid-ს, როგორც პარტნიორი რუსულ ბაზარზე.
მითითება:InfoAid-ი მოდერაციას გაუწევს სესიას ინგლისურ ენაზე.
ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.