17-19 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ იზმირში გამართულ ყველაზე დიდი ტექსტილის გამოფენაში “Fashion Prime 2023” ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციამ კიდევ 34 ტექსტილის მწარმოებელთან, 6 თურქულ ასოციაციასთან და 106 ქარხანასთან დაამყარა კავშირი, რაც დადებითად აისახება ქართული ტანსაცმლის მწარმოებლების ბიზნეს კავშირების გასამყარებლად მეზობელ ქვეყნებში.
ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ტექსტილის ტრენდები და ბიზნეს შესაძლებლობები.





