გაიცანი საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას ახალი წევრი Kanchaveli
ბრენდი შექმნილია თბილისელი დიზაინერი ცაგო ყანჩაველის მიერ, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩეული ჩანთის დიზაინით.
გარდა უნიკალური ჩანთებისა ყანჩაველი აწარმოებს სხვადასხვა აქსესუარებს: საყურეებს, მანჟეტებს, ქამრებს, ყელსაბამებს, ბეჭდებს, სამაჯურებისა და საყელოების არაჩვეულებრივ კოლექციებს.
ყანჩაველის თითოეული აქსესუარი არის უნიკალური, კონტრასტული მასალების შერწყმა, რაც ნამუშევრების თითოეულ დეტალს ეტყობა.