ევროკავშირმა და გერმანიის მთავრობამ საქართველოში პროექტ კლასტერები განვითარებისთვის 4 წლიანი შედეგები შეაჯამა.
გერმანიის ელჩის თქმით, 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის საქართველოში 5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის ჩამოყალიბება და სტრატეგიული მიზნების მიღწევა, სწორედ, ამ პროექტის წარმატებულად განხორციელების შედეგია.
შემაჯამებელ შეხვედრაზე ასოციაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ექსპორტის ხელშეწყობაზე, დიჯიტალიზაციაზე, მდგრადობის განვითარებასა და სამუშაო ძალაზე, რომელმაც ხელი შეუწყო მცირე ბიზნესის ეფექტურობის ზრდას.
ვრცლად: https://fb.watch/ldbzW8tUNp/?mibextid=KZAQMH