2022 წლის 28-29 ნოემბერს, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით, Georgian Apparel and Fashion Association • GAFA და Georgian Construction Materials Cluster • GCMC–ის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაზე.
ექსპერტები, ალექსანდრე კორკოტაძე და ილიკო მოლაშვილი, შეეხნენ ისეთ თემებს როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი, უბედური შემთხვევებისა და რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე, შრომის უსაფრთხოების შეუსაბამობები საწარმოო სექტორში, სამუშაო ადგილის ორგანიზება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მნიშვნელობა, მანქანა დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაცია, ხანძარი, ხანძრის ზონები და კლასიფიკაცია, საევაკუაციო ღონისძიებები, ცეცხლმაქრების ტიპები.
Georgian Apparel and Fashion Association • GAFA და Georgian Construction Materials Cluster • GCMC-სთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის უსაფრთხოების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება კლასტერის წევრ ორგანიზაციებში.