2022 წლის 15 ნოემბერს, პროექტ “კლასტერები განვითარებისთვის” ორგანიზებით, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საკონსულტაციო კომპანიებსა და კლასტერებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიებს საშუალება მიეცათ წარედგინათ საკუთარი მომსახურება კლასტერების წევრი კომპანიებისთვის. ერთ-ერთი პანელი კი დაეთმო მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს საქართველოში. პანელის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” წარმომადგენლებმა საკუთარი პროგრამები გააცნეს მონაწილეებს.
ღონისძიება B2B აქტივობით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კლასტერებსა და შემდეგ საკონსულტაციო კომპანიებს შორის: GEC Consulting, Balance • ბალანსი, Ecovis Georgia, Cteam • სითიმი, Grant Thornton Georgia / გრანთ თორნთონ საქართველო, NEXIA TA Georgia, Loialté • ლოიალტე.