11-13 მაისს, GAFA-ს ორგანიზებით, კლასტერის წევრი კომპანიებისთვის ჩატარდა ტრენინგი – “მდგრადობა ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრიაში”. ტრენინგი მიზნად ისახავდა წევრი კომპანიებისთვის ცოდნის გაზიარებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ მდგრადი ბიზნესი, რომელიც პატივს სცემს გარემოს, სოციალურ სტანდარტებსა და მომხმარებელს, ტანსაცმლისა და მოდის სექტორში.

ღონისძიება სამ სრულ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა, როგორც პრეზენტაციებს, ასევე პრაქტიკული ვორქშოპებს.

ტრენინგს გაუძღვნენ შერჩეული ექსპერტები გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან, რომლებიც ღონისძიებამდე ეწვივნენ კლასტერის წევრ კომპანიებს.

ეს ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქართული ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.