20 აპრილს, Clusters4Development პროექტის ფარგლებში GAFA-სა და GCMC- ის წევრი კომპანიებისთვის შეხვედრები ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა კლასტერებსა და ბიზნეს ასოციაციებს შორის კომერციული და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებას.
შეხვედრას დაესწრო სავაჭრო პალატისა და ასოციაციის 11 წარმომადგენელი, ასევე კლასტერებისა და პროექტის 14 წარმომადგენელი.შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა თანამშრომლობის გაძლიერება იყო. თითოეულმა პალატისა და ასოციაციის წევრმა ისაუბრა უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე, ამასთანავე კლასტერებსა და მის წევრებს შესთავაზა კოლაბორაციისა და გაწევრიანების პირობები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პალატისა და ასოციაციების მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გამოწვევები, ინტერესები, ექსპორტის შესაძლებლობები, ახალ ბაზრებზე შესვლისას წარმოქმნილი ბარიერები და პრობლემები.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს ლოჯისტიკური ჯაჭვის პრობლემა და ევროკავშირში, აზიასა და სტრატეგიულ ქვეყნებში, საქართველოს ოპერირების ცენტრის აუცილებლობის საკითხი.